GEFF 170-ზე მეტი პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციის მეშვეობით აწარმოებს საქმიანობას მსოფლიოს 28 ქვეყანაში და ოპერირებს EBRD-ის 5 მილიარდიანი ფონდით. 218,000-ზე მეტი ინვესტიციის განხორციელების გზით, CO2 ყოველწლიური გამოყოფა შემცირებულია 9.5 მილიონი ტონით.
GEFF-ის საშუალებით, EBRD გამოყოფს საკრედიტო ხაზებს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისათვის, რათა მათ შეძლონ შესაბამისი მწვანე საინვესტიციო პროექტების დაფინანსება.
GEFF-ის ფინანსური მხარდაჭერა განსხვავდება ჩვეულებრივი დაფინანსებისგან: EBRD-ის გამოცდილ ბანკირთა გუნდი, ასევე პროგრამის ტექნიკური მენეჯერები უზრუნველყოფენ GEFF-ის პროდუქტისა და მომსახურების მაღალ ხარისხსა და ინოვაციურობას. ამასთან, მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებსა და მათ კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ საკონსულტაციო მომსახურებით, რათა გაამყარონ საკუთარი პოზიცია ბაზარზე.
ყოველივე ეს GEFF-ს ეხმარება უკეთ გამოკვეთოს მწვანე ეკონომიკის განვითარების უპირატესობები და წარმოაჩინოს მწვანე პროექტების საინვესტიციო მომგებიანობა.
გაიგე მეტი GEFF-ის შესახებ სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები