ევროპის რეკონსტრუქცისა და განვითარების ბანკი (EBRD) აძლიერებს მის მხარდაჭერას მწვანე დაფინანსების უზრვუნველყოფაში და ახანგრძლივებს თანამშრომლობას მწვანე კლიმატის ფონდთან (GCF) დამატებითი $500 მილიონიანი რესურსით. თანაშრომლობის გახანგრძლივება მოხმარდება იმ ათასობით ინვესტიციას, რომელიც ისეთ მწვანე ტექნოლოგიებში განხორციელდება, რომლებიც ამცირებს ემისიებს და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციას აძლიერებს.
GCF და EBRD-ის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა (GEFF), რომელიც 2018 წელს დაიწყო, 3 რეგიონზე ვრცელდება და კლიმატის დაფინანსებას აწვდის სომხეთში, ეგვიპტეში, საქართველოში, იორდანიაში, მოლდოვის რესპუბლიკაში, მონღოლეთში, მაროკოში, სერბეთში, ტაჯიკეთსა და ტუნისში. ადგილობრივ პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებზე სესხის სახით გაცემული რესურსი შემდგომ მათი მეშვეობით ქვე-მსესხებლებზე გაიცემა კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შემსუბუქების პროექტების დასაფინანსებლად.
დამატებითი მწვანე დაფინანსება ასევე მოხმარდება გენდერულ გაძლიერების პროექტებს. პროგნოზის თანახმად, დამატებითი რესურსის გამოყენებით CO2-ის გამოყოფა წელიწადში 800,000 ტონით შემცირდება, რაც 125 მგვტ ნახშირით გამომუშავებული ელექტროენერგიის ტოლია. მწვანე დაფინანსებაზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფით, ახალი რესურსი მიზნად ისახავს ქალთა და მამაკაცთა შორის არსებული უთანასწორობის შემცირებას.
როგორც უკვე აღინიშნა, დაფინანსების ფონდი დამატებითი $497 მილიონით გაიზარდა. აქედან, $373 მილიონი უზრუნველყოფილი იქნება ბანკის რესურსების მიერ, ხოლო დანარჩენ $124 მილიონს, კონცესიური დაფინანსების სახით, GCF უზრუნველყოფს.
GCF-ის $378 მილიონიანი მხარდაჭერა, რომლისგანაც $344 მილიონი კონცესიური თანადაფინანსებისთვის, ხოლო $34 მილიონი ტექნიკური მხარდაჭერისთვისაა გამოყოფილი გრანტების სახით, დამატებით აძლიერებს $1.4 მილიარდიან პროგრამას. GCF-ის გარდა პროგრამის სხვა მხარდამჭერები ევროკავშირი, კორეის რესპუბლიკა, ავსტრია, ლუქსემბურგი, იაპონია და თურქეთი არიან.
2020 წლის ბოლოს მონაცემებით, GCF GEFF პროდუქტი 8 ქვეყანაში, 18 ადგილობრივი ფინანსური ინტიტუტის მეშვეობითაა გაშვებული და მისი მეშვეობით უკვე 500 მწვანე ინვესტიცია დაფინანსდა.
EBRD-ის მწვანე ენერგიის დაფინანსების პროგრამები (GEFF) უზრუნველყოფს დაფინანსების ახალი გზებისა და ბაზრების ჩამოყალიბებას მათთვის, ვინც კლიმატის ინვესტიციებითა და ქალების მიმართ წარმოშობილი ბარიერების გადახლავაშია დაინტერესბული. GEFF პრორგამა EBRD-ის ამბიციური გეგმის, გახდეს მთავარი მწვანე ინვესტორი, ქვაკუთხედია.
GCF United Nations Framework Convention on Climate Change (UNFCCC) წევრ 194 ქვეყანაშია, რომლებმაც 2010 წლიდან განვითარებად ქვეყნებში შემსუბუქებისა და ადაპტაციის დაფინანსების უზრუნველყოფის ვალდებულება აიღეს.
იმ 194 ქვეყანაშია, რომლებიც 2010 წლის United Nations Framework Convention on Climate Change (UNFCCC) წევრები არიან.
GCF-EBRD ტრანფორმაციისთვის პარტნიორობის შედეგად GCF-მა $830 მილიონით უკვე EBRD-ის 6 პროექტს დაუჭირა მხარი, რამაც პროექტის ჯამური ღირებულა $3.6 მილიარდს გაუტოლა. GCF მსოფლიოში უმსხვილესი კლიმატური ფონდია, რომელიც განვითარებადი ქვეყნების კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის გაძლიერებას უჭერს მხარდს.
სიახლის სრული ტექსტი იხილეთ აქ.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები