ახალი პროგრამა ენერგოეფექტური ინვესტიციების ხელშესაწყობად
საქართველოში ენერგოეფექტურობის მხარდაჭერისა და გამყარების მიზნით, EBRD ახალ მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამას (GEFF) იწყებს. ბანკი, ასევე, დააჯილდოებს საუკეთესო ენერგოეფექტურ და განახლებადი ენერგიის პროექტებს, რომლებიც პროგრამის წინა ფაზაში “ენერგოკრედიტით“ დაფინანსდა.
GEFF საქართველოსთვის 54 მილიონი დოლარი გამოიყოფა და დაფინანსდება კლიმატის მწვანე ფონდისა და (GCF) ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტროს მიერ. პროგრამის მიზანი ენერგოეფექტურობის ხელშეწყობაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში (SMEs), კორპორატიული და საბინაო სექტორში პარტნიორი ბანკების მიერ სესხების გაცემის გზით.
შესაძლო ინვესტიციები მოიცავს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს, ფანჯრებისა და კარების ორმაგ შემინვას, თერმულ თბოიზოლაციას, განათებას, მშენებლობას, სოფლის მეურნების ტექნიკასა და აღჭურვილობას, ფოტოელექტრომამოძრავებელ მზის პანელებს, გეოთერმულ გათბობის ტუმბოებს და წყლის დამზოგველ ირიგაციის სისტემებს. კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოში ხელმისაწვდომ ტიპურ მწვანე ტექნოლოგიებს GEFF Technology Selector-ის საშუალებით.
GEFF საქართველოს პრეზენტაციას, რომელიც დღეს თბილისში შედგა, “ენერგოკრედიტის“ შემდეგი ფაზაა, და მის წარმატებულ განხორციელებას აფინანსებდა ევროკავშირი (EU) და ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო. ღონისძიების მიმდინარეობისას, EBRD-იმ საგანგებოდ გამოყო ექვსი საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტი საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.
“ენერგოკრედიტი” საქართველოში 2012 წელს დაიწყო და 31 კომპანიამ და 29 000-ზე მეტმა საბინაო კოლექტივმა 42 მილიონ ევროზე მეტი მწვანე დაფინანსება მიიღო ექვსი ადგილობრივი ბანკის – თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ბანკი რესპუბლიკის (ამჟამინდელი თიბისი ბანკი), ბაზის ბანკის, კრედოს და ვითიბი ბანკის საშულებით. “ენერგოკრედიტის” ყველა პარტნიორი ბანკი, ასევე, დაჯილდოვდა მწვანე ენერგიის პროექტების უწყვეტი მხარდაჭერის აღსანიშნავად.
GEFF საქართველო ხელს შეუწყობს საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებას მწვანე დაფინანსების გაფართოების გზით EBRD-ის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის (GET) სტანდარტების შესაბამისად. დონორების დაფინანსება, ასევე, ხელს შეუწყობს დაფინანსებასთან წვდომის თანაბარ შესაძლებლობებს, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მიერ მართული ბიზნესებისათვის.
კლიმატის მწვანე ფონდის და EBRD-ის პარტნიორობის შედეგად, ფონდმა (GCF) მხარი დაუჭირა EBRD-ის ექვსი პროგრამას 830 მილიონი დოლარის ოდენობით, რამაც ჯამში მოახდინა 3.6 მილიარდი დოლარის მობილიზება. GCF კლიმატის ყველაზე დიდი ფონდია მსოფლიოში და ის მხარს უჭერს განვითარებად ქვეყნებს, რომ მათ შეძლონ კლიმატის ცვლილების გამოწვევაზე შესაბამისი რეაგირება.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 3.5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 237 პროექტში – ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 89 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.
2019 წლის „ენერგოკრედიტის“ დაჯილდოების გამარჯვებულები არიან:
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები
კატარინა ბიორლინ ჰენსენი, EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში
საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტი სტუმართმოყვარეობის სექტორში სასტუმრო “მუზეუმს” გადაეცა