GEen

ჯანმრთელი ენერგო დანაზოგი

ინვესტორი
სამედიცინო ცენტრი “ინოვა”
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
Investment Size
322, 000 აშშ დოლარი
შედეგი
150,000 აშშ დოლარის დანაზოგი წელიწადში
დონორი
EU4Energy, BMF

ინოვა მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს.

ახალი ცენტრის გახსნისათვის, მენეჯმენტმა შეარჩია ძველი ინდუსტრიული შენობა, რომელიც იდეალურად აკმაყოფილებთა მათ მოთხოვნებსა და საჭირო ნორმებს. შენობის რეაბილიტაცია თავიდანვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით გადაწყდა. ამიტომაც, კომპანიამ მიმართა EBRD-ის, რათა მწვანე დაფინანსების პროექტში მიეღო მონაწილეობა.

პროგრამის კონსულტანტებმა სრულად შეაფასეს პროექტის ტექნიკუ-ფინანსური მახასიათებლები და გააანალიზეს ახალი შენობის ენერგოდაზოგვის პოტენციალი.

ენერგოეფექტური შენობის წყალობით, კომპანიამ შეამცირა მისი ენერგო მოხმარება და ყოვეწლიურად 155,000 აშშ დოლარს ზოგავს ენერგო გადასახადებში.

“ჩვენი ყველა მომავალი პროექტის დაგეგმვისას ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ენერგოეფექტურობას და ამას განვიხილავთ, როგორც ჩვენი ორგანიზაციის მომავალ კრედოს” – განაცხადა სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა.

პროექტი მხარდაჭერილია EU4Energy-სა და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს მიერ.