GEen

სუფთა და მშვიდი ცხოვრება

ინვესტორი
შპს Lisi FO
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
თერმული იზოლაცია, ფანჯრები, კარები, გათბობის და გაგრილების სისტემები, LED განათება, ლიფტები
Investment Size
1,236,000 აშშ დოლარი
ენერგოდანაზოგი
77.91 მგვტსთ წელიწადში
ბუნებრივი აირის დანაზოგი
846.56 მგვტსთ წელიწადში
CO2 დაზოგვა
202.16 ტონა წელიწადში
შედეგი
ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოს შექმნა
დონორი
GCF, BMF

მწვანე ტექნოლოგიებით შექმნილი ჯამრთელი საცხოვრებელი გარემო

მწვანე ქალაქი ლისზე არის მასშტაბური პროექტი თბილისში, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, დუპლექსებს, თაუნჰაუსებს, საკუთარ სახლებსვილებს. 7 პარკს, საცურაო აუზსა და ფიტნეს დაბაზს. ეს არის პორველი პროექტი საქართველოში, რომელმაც უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მწვანე მიდგომები დაამკვიდრა. წვიმის წყლის შემგროვებლები, ელექტრომობილების დამტენები, 40 000-ზე მეტი დარგული ხე და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და მასალები, რომლებიც მომხმარებლის კომუნალურ გადასახადებს 30%-ით ზოგავს, იმ მიდგომების ნაწილია რომელიც კომპანიამ ოპერირების დღიდან დანერგა.

დღესდღეობით, კომპანია 25,000 2-მდე საცხოვრებელი ფართის მშენელობას იწყებს. როგორც მწვანე სტანდარტების მიმდევარმა, ამ პროექტის განსახორციელებლად, კომპანიამ GEFF დაფინანსებით სარგებლობა გადაწყვიტა.

GEFF ექსპერტთა გუნდმა გააანალიზა პროექტის ფინანსური და ტექნიკური პარამეტრები, რის შედეგადაც გამოჩნდა, რომ ორივე შენობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალებში ინვესტირება კომპანიას ყოველწლიურად 20000 აშშ დოლარს დაზოგვის საშუალებას მისცემდა.

1,236,000 აშშ დოლარის ინვესტიცია საშუალებას მისცემს კომპანიას გამოიყენოს თბოიზოლაცია კედლებსა და სახურავებზე, დაამონტაჟოს ენერგოეფექტური ფანჯრები და კარები, გათბობისა და გაგრილების სისტემები, LED განათების სისტემები და ლიფტები, რაც ერთობლივად დაზოგავს 846.56 მგვტ.სთ ბუნებრივ აირსა და 80 მგვტ ელექტროენერგიას. კომპანიის მისიის შესაბამისად, ქალაქის ცენტრში მოქცეული ეს ეკოოაზისი, ენერგოეფექტურ სისტემებში ინვესტიცია ხელს შეუწყობს წელიწადში 200 ტონაზე მეტი CO2ის ემისიის თავიდან აცილებას.

პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.