GEen

ენერგო ეფექტურობა მეტი კომფორტისთვის

ინვესტორი
შპს არქი
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
ენერგოეფექტური ბლოკი,კარ-ფანჯარა, სავენტილაციო სისტემა და იზოლაცია
ინვესტიციის მოცულობა
470,000 აშშ დოლარი
ენერგოდანაზოგი
ენერგიის გამოყენების 43%-ით შემცირება
შედეგი
ხარჯებისა და ენერგო გამოყენების შემცირება
დონორი
EU4Energy, BMF

არქი ერთ-ერთი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2006 წელს დაარსდა. კომპანია თავდაპირველად საინვესტიციო საქმიანობით იყო დაკავებული, 2008 წლის სექტემბრიდან კი დეველოპერული მიმართულებით განვითარებას შეუდგა. დღესდღეობით, არქი თბილისის მასშტაბით 22 დასრულებულ და 18 მიმდინარე მშენებლობას ითვლის, ასევე აქვს 1 დასრულებული პროექტი ბათუმშიც.

თანამედროვე მოთხოვნების საპასუხოდ, კომპანიამ გადაწყვიტა ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებში ინვესტირების განხორციელება. ამისათვის, მათ მიმართეს EBRD-ის მწვანე დაფინანსების პროგრამას (GEFF).

პროექტის პროფესიონალმა კონსულტანტებმა ჩაატარეს მომავალი შენობის ფინანსურ-ტექნიკური ანალიზი და შეაფასეს მისი პოტენციალი ენერგოდანაზოგის კუთხით, რის შედეგადაც კომპანიამ გადაწყვიტა ახალ კომპლექსში გამოეყენებინა გერმანული წარმოების Ytong-ის ბლოკი, ენერგოეფექტური კარ-ფაჯარა, ვენტილირებული და დათბუნებული ფასადის სისტემები და სხვა.

“EBRD-ის პროექტმა საშუალება მოგვცა შეგვექმნა ენერგოეფექტური კომპლექსი, რომელიც ევრო სტანდარტებს შეესაბამება. არქი თაუერის მაცხოვრებლებს საშუალება აქვთ მაქსიმალურად დაზოგონ თანხები ენერგო მატარებლებზე და კომფორტულად იგრძნონ თავი თავიანთ ბინებში” – განაცხადა დიმიტრი ადამიამ, არქის პროექტის მენეჯერმა

პროექტი მხარდაჭერილია EU4Energy-სა და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს მიერ.