GEen

ენერგოეფექტური ღვინის წარმოების მხარდაჭერა

ინვესტორი
საქართველოს ვაზისა და ღვინის ჯგუფი
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
სააწმყობო ხაზი და ჩამოსასხმელი დანადგარი
Investment Size
772,332 აშშ დოლარი
ფინანსური შედეგი
უკუგების პერიოდი 10.6 წელიწადი
ენერგოდანაზოგი
1,137,511 მგვტსთ/წელიწადში (64%)
CO2 დაზოგვა
455 ტ წელიწადში
შედეგი
72,801 აშშ დოლარის დანაზოგი წელიწადში
დონორი
ევროკავშირი, ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო

“საქართველოს ვაზისა ღვინის ჯგუფი” 2014 წელს დაარსდა და საქართველოში უმსხვილეს ღვინის მწარმოებელს წარმოადგენს. კომპანია უმაღლესი ხარისხის ღვინოს აწარმოებს და წელიწადში ამუშავებს 2,000 ტონამდე ყურძენსა და ასხამს 1.4 მილინამდე ბოთლ ღვინოს.

თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად, კომპანიამ გადაწყვიტა მისი წარმოება უფრო ენერგოეფექტური გაეხადა. როგორც კომპანიის დირექტორი, მერაბ მიქაშავიძე, ამბობს: “ახალი დანადგარების შეძენისას, ჩვენი ამომავალი წერტილი სწორედ ენერგოეფექტურობა იყო”.

GEFF პროექტის გუნდმა ჩაატარა ინვესტიიცის სხვადასხვა ნაწილის ანალიზი, კონკრეტულად კი ენერგო დანაზოგის პოტენციურობა და განსაზღვრა პროექტის ფინანსურ-ტექნიკური პარამეტრები, რის შემდეგაც კომპანიამ ინვესტიცია სხვადასხვა ტექნოლოგიებში, კერძოდ კი წლის მიწოდებისა და გარე განათების კონტროლის სისტემაში, განახორციელა.

770,000 აშშ დოლარის ინვესტირებით, კომპანიამ 60%-ით შეამცირა ენერგიის მოხმარება, მისი ყოველწლიური ხარჯები კი 72,000 აშშ დოლარით შემცირდა.

“ჩვენ გავაგრძელებთ უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოებას, თუმცა ახლა უკვე უფრო ეფექტურად და გარემოსთვის ნაკლებად საზიანოდ”, – ამბობს კომპანისს დირექტორი, მერაბ მიქაშავიძე.

პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირისა და ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტროს მიერ.