GEen

ენერგოდამოუკიდებლობა განახლებადი ენერგიის მეშვეობით

ინვესტორი
სს გრაალი-92
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
მზის ელექტროსადგური (ფოტოვოლტაიკური პანელები, ინვერტორი და მონტაჟი)
Investment Size
400,000 აშშ დოლარი
ენერგოდანაზოგი
643 მგვტ/სთ წელიწადში
CO2 დაზოგვა
258 ტონა წელიწადში
შედეგი
ენერგოდამოუკიდებლობა და ბაზარზე მოწინავე პოზიციის შენარჩუნება
დონორი
GCF, BMF

მზის ელექტროსადგური ზრდის ენერგოდამუკიდებლობას

სს გრაალი-92 1936 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე ლითონის კონსტრუქციების წარმოების სფეროში.  კომპანია ახორციელებს ხიდების, შენობის კარკასების, ინდუსტრიული სახურავებისა და ანძების დიზაინს, წარმოებას, ტრანსპორტირებასა და მონტაჟს. 

კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა მათი პროდუქციის ხარისხი, მარალკვალიფიციური სპეციალისტები და თანამედროვე ტექნოლოგიებია. თუმცა მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გამოეყენებინათ ენერგიის განახლებადი წყარო, კომპანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მიიღო. 

მზის სადგურის დასაფინანსებლად, კომპანიამ GEFF დაფინანსებით სარგებლობა გადაწყვიტა. პროგრამის ექსპერტებმა გააანალიზეს პროექტის ფინანსური და ტექნიკური პარამეტრები, რის შედეგადაც გამოიანგარიშეს სარგებელი, რომელსაც კომპანია საკუთარი ენერგიის გამომუშავებით მიიღებდა. 

$400,000 ინვესტირებით სს გრაალი-92 643 მგვტსთ ენერგია დაზოგავს ყოველწლიურად, რაც $65,000 უდრის. ამასთან, მზის ენერგიის გამოყენებით წელიწადში 258 ტონით ნაკლები CO2   გამოიყოფა.

სს გრაალი-92 მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ინოვაციისკენ სწრაფვა იყოს ბიზნესისთვის უკეთესი არა მხოლოდ საოპერაციო ხარჯების შემცირებითა და წამყვანი საბაზრო პოზიციის შენარჩუნებით, არამედ გარემოსდაცვითი კუთხითაც.

პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.