GEen

წარმოების გაუმჯობესება მეტალურგიაში

ინვესტორი
შპს AMB Alloys
ადგილმდებარეობა
რუსთავი, საქართველო
ინვესტიცია
4.5 მგვტ ფერო ფეროშენადნობის ღუმელი
Investment Size
€842,049
ფინანსური შედეგი
უკუგების პერიოდი 4 წელი
ენერგოდანაზოგი
4,379 მგვტსთ წელიწადში
CO2 დაზოგვა
1,751 ტონა წელიწადში
შედეგი
შემცირებული ენერგომოხმარება
დონორი
GCF, BMF

ახალი ღუმელი, რომელიც ყოველწლიურ ენერგოხარჯებს ამცირებს

რუსთავში მდებარე კომპანია AMB Alloys, სხვადასხვა ფეროშენადნობების მწარმოებელი და მომწოდებელია.

მეზობელ ქვეყნებში სილიკომანგანუმის, ფერომანგანუმისა და ფეროსილიციუმის მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანიის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს ფეროშენადნობების წარმოების გაძლიერება. მიუხედავად იმისა, რომ მათი პროექტი დიდ ინვესტიციას მოითხოვდა, კომპანიამ მიზნად მისი მოკლე ვადაში დაბრუნება დაისახა.

AMB Alloy-მ GEFF დაფინანსებას მიმართა და პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტის დახმარებით, მოითხოვა პროექტის უფასო ტექნიკური შეფასება. GEFF პროექტის კონსულტანტების ჯგუფმა დეტალური აუდიტი ჩაატარეს და პროექტის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური პარამეტრები გააანალიზეს.

€842,000 ინვესტირებით კომპანია, ყოველწლიურად, 4,379 მგვტსთ ენერგიას ზოგავს, რაც ფინანსურად €210,985 დანაზოგს ნიშნავს. შედეგად, კომპანიას ინვესტიციის დაბრუნება სულ რაღაც 4 წლის ვადაში შეუძლია.

ახალი ღუმელის დამონტაჟებით, კომპანია COგამოყოფა წელიწადში 1,751 ტონით იკლებს, რაც გარემოზე ადამიანის ნეგატიურ ზეგავლენას ამცირებს.

პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.