GEen

პარტნიორი ბანკის მიერ საკუთარი შენობის ენერგოეფექტურობის ამაღლება

ინვესტორი
სს ბანკი რესპუბლიკა
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
სითბოს რეკუპერაცია, LED განათება
Investment Size
86,400 აშშ დოლარი
ფინანსური შედეგი
უკუგების პერიოდი 3 წელი
ენერგოდანაზოგი
564 მგვტსთ/წელიწადში
რესურსების დანაზოგი
26,500 აშშ დოლარის დანაზოგი წელიწადში
CO2 დაზოგვა
320 ტ წელიწადში
დონორი
ევროკავშირი, ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო

ცოდნის მიღება და ენერგიის დაზოგვა

სს “ბანკი რესპუბლიკა” (ამჟამად სს “თიბისი ბანკი”) დაფუძნდა 1991 წელს და წარმოადგენდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსურ დაწესებულებას. საბანკო მომსახურების მაღალ დონეზე მიწოდების გარდა, ბანკი დიდ ყურადღებას აქცევდა სოციალურ და გარემო სტანდარტებს, თანამშრომელთა უფლებების დაცვასა და მათთვის შექმნილ უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო პირობებს.

EBRD-ის ენერგოკრედიტის დაფინანსების მექანიზმში ჩართვის შემდეგ, ბანკმა გადაწყვიტა ენერგოეფექტურობის საკუთარ შენობაში ამაღლება, რათა ფინანსურ სარგებელთან ერთად, პრაქტიკული ცოდნაც მიეღო ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების შესახებ.

ბანკის სათაო ოფისი თბილისში მდებარეობს და წარმოადგენს შვიდსართულიან შენობას, რომლის ბოლო რეაბილიტაცია 2005 წელს განხორციელდა, როდესაც მოხდა გათბობა-გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემის მონტაჟი.

ენერგოეფექტურობის პროექტის დანერგვისა მიზნით ბანკმა ენერგოკრედიტს მიმართა.

პროექტის ინჟინრების მიერ ჩატარდა შენობის ენერგო აუდიტი, რის შედეგადაც ბანკმა მიიღო რეკომენდაცია დაენერგა სითბოს აღდგენის სისტემა და დაემონტაჟებინა ახალი LED განათება.

86,400 აშშ დოლარის ინვესტიციამ ბანკს საშუალება მისცა 26,500 აშშ დოლარით შეემცირებინა წლიური ენერგო ხარჯები. აღნიშნული დანაზოგით ბანკი სულ 3 წელიწადში მოახდენს შენობის მოდერნიზაციისთვის განხორციელებული ინვესტიციის დაფარვას. ამასთან, ბანკის თანამრომლები იმუშავებენ გაუმჯობესებულ გარემოში, რაც მათ ეფექტურობაზე დადებითად აისახება. ბედნიერი თანამშრომელი კი ნიშნავს წარმატებულ ბიზნესს.

ამგვარად, მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ არამარტო მაქსიმალური სარგებელი მიიღონ პროექტის საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობისას, არამედ მნიშვნელოვანი ცოდნა შეიძინონ მსგავსი პროდუქტის შესახებ, რაც მათ სამომავლოდ პროდუქტის უკეთ შეთავაზებასა და კადრების ეფექტურად გადამზადებაში დაეხმარებათ. როგორც იტყვიან, “ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობსო”.