GEen

ჯანმრთელი სამუშაო გარემო

ინვესტორი
შპს ვაკე ჰილლ
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
თერმული იზოლაცია, ფანჯრები, კარები, გათბობის და გაგრილების სისტემები, LED განათება, ლიფტები
Investment Size
2,255,660 აშშ დოლარი
ენერგოდანაზოგი
1,946.04 მგვტ/სთ წელიწადში
CO2 დაზოგვა
344.59 ტონა წელიწადში
შედეგი
გაუმჯობესებული სამუშაო გარემო და გარემოს დაცვა
დონორი
GCF, BMF

ენერგოეფექტურმა ტექნოლოგიებმა შეამცირა თბოდანაკარგი და გაზარდა ენერგოდანაზოგი

2009 წლიდან, თბილისი მოღვაწერ კომპანია ვაკე ჰილლმა გადაწყვიტა მრავალფუნქციური შენობის აშენება, რომლის საერთო, 9,000 მ2, ფართი დაეთმობოდა საოფისე სივრცეებს, რესტორნებსა და ტევად პარკინგს (რომელიც სულ უფრო პრობლემატური ხდება ქალაქში).

თბილისში მაღალი კლასის ოფისებზე მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, კომპანიას სურდა მომავალი მომხმარებლებისთვის კომფორტული სივრცის შექმნა. მენეჯმენტის თანახმად კი, ასეთი კომფორტი დაგეგმარებისა და მშელებლობის ეტაპებიდან უნდა დაწყებულიყო.

მომავალი შენობის არქიტექტურული ნახაზით აღჭურვილმა კომპანიამ, GEFF დაფინანსებით სარგებლობა გადაწყვიტა. GEFF პროგრამის ექსპერტებმა პროექტის დეტალური ფინანსური და ტექნიკური ანალიზი განახორციელეს, რომლის შედეგადაც კომპანიას ბუნებრივ გაზზე მომუშავე ტექნოლოგიების მაგივრად, ელ.ენერგიაზე მომუშავე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ურჩიეს.

ახალი, ენერგოეფექტური გათბობისა და გაგრილების სისტემები, თერმულ იზოლაციასთან ერთად, შენობის ენერგომოხმარებას მნიშნველოვნად შეამცირებს, თანამედროვე კარ-ფანჯრები კი, ცივი სეზონის დროს მის თბოდანაკარგს მინიმუმამდე დაიყვანს. ეს ყველაფერი, მათ შორის LED განათება და ენერგოეფექტური ლიფტები, კომპანიას წელიწადში თითქმის 2,000 მგვტ/სთ ენერგიის დაზოგვის საშუალებას მისცემს.

განხორციელებული ინვესტიციის წყალობით, კომპანიის ენერგოდანაზოგი წლიურ 54,000 აშშ დოლარს შეადგენს.

პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.