GEen

მომავალი კლიმატური ცვილებისთვის მომზადება

ინვესტორი
სს Agro Grain
ადგილმდებარეობა
სართიჭალა, საქართველო
ინვესტიცია
წვეთოვანი სარწყავი სისტემა
Investment Size
365,000 აშშ დოლარი
ენერგოდანაზოგი
106.17 მგვტსთ წელიწადში
წყლის დანაზოგი
151 666.67 მ3 წელიწადში
შედეგი
ხარჯების შემცირება და რესურს-ეფექტურობის ზრდა
დონორი
GCF, BMF

2011 წელს შემნილი სს Agro Grain ქართული კომპანიაა, რომლებიც მიწებს თბილისიდან 45 კილომეტრში, სართიჭალაში ფლობს. კომპანიის მთავარი საქმიანობა მარცვლეული კულტურების მოყვანა და ადგილობრივ და საერთაშისო ბაზარზე გაყიდვაა.

კომპანია ფლობს და ამუშავებს მიწის რამდენიმე ნაკვეთს. საქმიაობის დაწყების დღიდან კომპანია ტრადიციულ სარწყავ სისტემებს იყენებდა, თუმცა ასეთი სისტემის მოუქნელობის გამო, ყველა ნაკვეთზე მისი გამოყენება შეუძლებელი იყო. შედეგად 60 ჰექტრამდე ნაკვეთი რჩებოდა დაუმუშავებული. რამდენიმე ვარიანტის განხილვის შემდეგ, კომპანიამ მეტად ეფექტური და მოქნილი, წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამოყენება გადაწყვიტა.

ახალი პროექტის დასაფინანსებლად, კომპანიამ GEFF დაფინანსებას მიმართა. პროგრამის ექსპერტებმა შეაფასეს პროექტის ფინანსური და ტექნიკური პარამეტრები, რის შედეგადაც გამოჩნდა, რომ ახალი სისტემა არამარტო წყლის რესურსის დაზოგვის, არამედ კომპანიის ენერგომოხმარების შემცირების საშუალებას იძლეოდა.

365,000 აშშ დოლარის ინვესტირებით, კომპანიას შეუძლია აქამდე გამოუყენებელი ნაკვეთის დამუშავება. გარდა ამისა, ახალი სარყწავი სისტემა მათ 151,000 3 წყალსა და 106.17 მგვტსთ ენერგიას დაუზოგავს, რაც ფინანსურად 10,000 აშშ დოლარზე მეტს წარმოადგენს. დანაზოგის მოცულობის გათვალისწინებით, კომპანია ყველა სარწყავი სისტემის წვეთოვანი სისტემით შეცვლას განიხილავს.

დღესდღეობით, არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების მოსალოდნელზე სწრადი ტემპის გათვალისწინებით. მოცემული მაგალითი ცხადყოფს, რომ ეფექტური სარწყავი სისტემა არამარტო ფინანსური კეთილდღეობის, არამედ აგროსფეროში მდგრადი განვითარების გარანტია.

პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.