GEen

სასარგებლოდ გამოყენებული მზის ენერგია

ინვესტორი
შპს mego.ge
ადგილმდებარეობა
ქუთაისი, საქართველო
ინვესტიცია
მზის ელექტროსადგური (ფოტოვოლტაიკური პანელები, ინვერტორი და მონტაჟი)
Investment Size
36,700 აშშ დოლარი
ენერგოდანაზოგი
111 მგვტ/სთ წელიწადში
CO2 დაზოგვა
58 ტონა წელიწადში
შედეგი
გაუმჯობესებული მომსახურება და ბიზნესის ზრდის პოტენციალი
დონორი
GCF, BMF

მზის ელექტროსადგური ამცირებს ხარჯებს და ქმნის ბიზნესის ზრდის შესაძლებლობებს

mego.ge ონლაინ სუპერმარკეტია, რომელიც 2019 წელს ქუთაისში დაარსდა. იგი მომხმარებლებს ყველა სახის პროდუქტს სთავაზობს: საკვები და სასმელი, პურ-ფუნთუშეული და სხვა. მათი მიტანის სერვისის მეშვეობით, აპლიკაციასა და ვებ გვერდზე ნაყიდი პროდუქტი  ნებისმიერ მყიდველს კართან მიეწოდება ქუთაისის მაშტაბით.

ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის შემდეგ, mego.ge-, როგოც სხვა მცირე, საშუალო და კორპორატიულმა ბიზნესმა, ხარჯების შემცირების გზების ძიება დაიწყო და გადაწყვიტა ამ მიზნის მისაღწევად მზის ენერგია გამოეყენებინა.

ადგილობრივი მომწოდებლის დახმარებით, mego.ge-მ დეტალური პროექტი მოამზადა, რომელშიც მზის ელექტროსადგურის ყველა შემადგენელი ნაწილის განფასება აღწერა: ფოტოვოლტაიკური პანელების საჭირო რაოდენობა, შესაბამისი ინვერტორი და სისტემის მონტაჟი. პროექტის დასაფინანსებლად, კომპანიამ GEFF პროგრამის მწვანე დაფინანსების გამოყენება გადაწყვიტა.

პროქტის წარდგენის შემდეგ, GEFF-ის კონსულტანტებმა ის დეტალურად გააანალიზეს. ტექნიკური და ფინანსური ანალიზის შედეგად გამოჩნდა, რომ 88 კვ სიმძლავრის სადგურის მეშვეობით, mego.ge წლიწადში 111 მგვტ/სთ ენერგიას დაზოგავდა. სადგურის მონტაჟი სახურავზე (საერთო ფართი 760 მ²) გადაწყდა, რითიც სადგური დაცული იქნებოდა დაჩრდილვისგან.

36,700 აშშ დოლარის ინვესტიციით, კომპანია ყოველწლიურად 11,000 აშშ დოლარზე მეტს დაზოგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკუგების პერიოდი 3 წელზე ოდნავ მეტია. თანხის დაბრუნების შემდეგ, ამ დანაზოგის გამოყენება უკვე კომპანიის სხვა მიზნებისთვის იქნება შესაძლებელი. “ეს მხოლოდ ხარჯების დაზოგვის მიზნით არ გაგვიკეთებია. მიღებული დანაზოგით, შემიძლია ჩემს თანამშრომლებს ხელფასები მოვუმატო, ან სერვისის გაუმჯობესების სხვა საშუალებები მოვიძიო, რაც საბოლოოდ ჩემი ბიზნესის ზრდას განაპირობებს”, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, გრიგოლ გუმბერიძე.

mego.ge პროექტი მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებული თანხით მიღებული მოკლედ და გრძელვადიანი სარგებელის კარგი მაგალითია. ენერგიის სუფთა წყაროს გამოყენებით mego.ge-ს ნეგატიური გავლენა გარემოზე მნიშვნელოვნად მცირდება.

პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.