GEFF სხვადასხვა საშუალებით გეხმარებათ გააკეთოთ თქვენთვის საუკეთესო მწვანე ინვესტიცია.
მწვანე ტექნოლოგიის სარჩევი
მწვანე ტექნოლოგიის სარჩევში არსებული ტექნოლოგიების დაფინანსება ხდება GEFF-ის მიერ ყოველგვარი დამატებითი ტექნიკური შეფასების გარეშე. ამ ტექნოლოგიების დაფინანსების პროცესი მარტივია.
შეფასება
ზოგიერთი საინვესტიციო პროექტი საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას (მაგ. ინვესტიცია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში). ამ შემთხვევაში, EBRD უზრუნველყოფს შეფასების სერვისს – ტექნიკური ექსპერტების უფასო კონსულტაციას – რაც ეხმარება მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებსა და მათ კლიენტებს შეარჩიონ საუკეთესო გადაწყვეტილებები და წარმატებით განახორციელონ მწვანე პროექტები.
GEFF-ის გუნდის საექსპერტო კონსულტაციის ფარგლებში შესაძლებელია თქვენი მწვანე პროექტების წარმატებულ ინვესტიციად გარდაქმნა. ჩვენ დაგეხმარებით შემდეგი ღონისძიებების განხორციელებაში:
ამ მომსახურებას ახორციელებენ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომელთა შერჩევაც ხდება EBRD-ის მიერ. უფასო კონსულტაციები ბიზნესისათვის უზრუნველყოფილია მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს (BMF) მხარდაჭერით.
აღნიშნულ ექსპერტებს შეუძლიათ კონსულტაციების გაწევა ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
GEFF-ის მომსახურების მისაღებად, გთხოვთ დააჭიროთ აქ.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები
მჭრიდება დაფინანსება თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძენად. გადასვლა მწვანე ტექნოლოგიის სარჩევში.
მჭირდება კონსულტაციის მიღება ჩემი ინვესტიციის შესაბამისობის თაობაზე. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი მომსახურების გასაცნობად.
თუ თქვენ განსაზღვრეთ ტექნოლოგიები რომელთა დაფინანსებაც გსურთ, მიყევით დეტალურ სახელმძღვანელოს “როგორ მივიღოთ დაფინანსება ტექნოლოგიისთვის”.
თუ გსურთ რომ ჩვენმა ექსპერტებმა განსაზღვრონ თქვენი მწვანე საინვესტიციო შესაძლებლობები მიყევით დეტალურ სახელმძღვანელოს “როგორ მივიღოთ შეფასებითი მომსახურება”.
გაეცანით ჩვენს ბროშურებს სხვადასხვა ინდუსტრიისთვის და გაიგეთ რას გთავაზობთ GEFF:
თუკი თქვენ ყიდით ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიისა და რესურსეფექტურ ტექნოლოგიების, გაიგეთ როგორ გამოიყენოთ ჩვენი მწვანე ტექნოლოგიის სარჩევი.
ჩვენი GEFF-ის გუნდი სიამოვნებით გაგიწევთ მხარდაჭერას.