GEen

წესები და პირობები

  1. ამ საიტს მართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (“EBRD”), რომლის სათავო ოფისი მდებარეობს: One Exchange Square, ლონდონი EC2A 2JN, გაერთიანებული სამეფო.
  2. გთხოვთ, წაიკითხოთ ეს პირობები (“პირობები და წესები”), რადგან ისინი ვრცელდება ვებ-გვერდზე [http://www.ebrdgeff.com] (“საიტი”). თუ არ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს, გთხოვთ დატოვოთ საიტი.
  3. საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს. EBRD-ს შეუძლია დროდადრო შეცვალოს ეს პირობები. ამგვარი ცვლილების შემდეგ საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ამ ცვლილებებს. ჩვენი საიტის გამოყენებამდე, გთხოვთ, გაეცნოთ წესებსა და პირობებს, რათა იცოდეთ მიმდინარე ვითარება.
  4. შინაარსი

4.1. EBRD საიტი განკუთვნილია მისი მომხმარებლების მომსახურებისთვის. საიტზე მოცემული ინფორმაცია ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს. ქვემოთ მოცემული 7.1 პუნქტის შესაბამისად, შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს, გადმოწეროთ და დააკოპიროთ EBRD-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, დოკუმენტები და მასალები, ასევე სხვის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (კოლექტიურად, ”მასალები”) მხოლოდ თქვენი პირადი, არაკომერციული გამოყენებისთვის, მისი გაყიდვის, დისტრიბუციის ან სხვაგვარად გამოყენების გამოყენების გარეშე, რაც რეგულირდება მოცემული წესებითა და პირობებით.

4.2. თუ სხვაგვარად არ არის ნათქვამი, საიტის მასალებში გამოთქმული დასკვნები და ინტერპრეტაციები ეკუთვნის ნაშრომის ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს და ემთხვეოდეს EBRD-ის პოზიციას.

4.3. საიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი ბრაუზერის ფუნქციონალისა და შეზღუდვების მიხედვით. EBRD არ იღებს პასუხისმგებლობას, თუ თქვენ ვერ ნახულობთ საიტის რომელიმე ნაწილს ან კომპონენტს.

4.4. EBRD იტოვებს უფლებას შეცვალოს ან წაშალოს ნებისმიერი მასალა საიტზე, მათ შორის, გადახედოს და წაშალოს ინფორმაციის ნებისმიერი ნაწილი. EBRD-ს ასევე შეუძლია საიტის ან მისი ნაწილის მოხმარებაზე უარი განუცხადოს ნებისმიერ მომხმარებელს.  ამასთან დაკავშირებით, EBRD არ არის ვალდებული გაითვალისწინოს მომხმარებლის საჭიროებები.

4.5. საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს გარე ვებ-გვერდებზე. ნებისმიერი ასეთი ბმული მოყვანილია მხოლოდ თქვენი კომფორტისთვის.  EBRD-ს არ აქვს კონტროლი გარე საიტების ინფორმაციაზე და არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ვებ-გვერდებზე მოცემულ შინაარსზე, მასალასა თუ ინფორმაციაზე.

4.6. თქვენ შეგიძლიათ დალინკოთ EBRD-ის საიტი, EBRD-ის თანხმობის გარეშე, იმის გათვალისწინებით, რომ ეს იქნება გაკეთებული სამართლიანად და კანონის ფარგლებში, არ დააზიანებს ჩვენს რეპუტაციას, არ გამოხატავს რაიმე ტიპის ასოციაციას, სიმპატიასა თუ ანტიპატიას ჩვენი მხრიდან. მსგავსი ლინკები აუცილებელი წესით უნდა ასახავდეს EBRD-ის, როგორც საიტიდან მიღებული ინფორმაციის წყაროს, და დაიცვას საიტის მთლიანობა, მისი რაიმე სახით ცვლილების გარეშე. EBRD იტოვებს უფლებას უარი თქვას საიტთან დალინკვის ნებართვაზე და ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მსგავსი ლინკის წაშლა.

4.7. საიტი შეიძლება შეიცავდეს რჩევებს, მოსაზრებებს და ინფორმაციას სხვადასხვა ინფორმაციის ან შინაარსის მომწოდებლის შესახებ. EBRD არ იძლევა გარანტიას და არ უზრუნველყოფს ნებისმიერი ინფორმაციის ან შინაარსის მომწოდებლის, ან საიტის ნებისმიერი მომხმარებლის, ან სხვა პირის ან პირების მიერ მოწოდებული ნებისმიერი რჩევების, მოსაზრების, განცხადების ან სხვა ინფორმაციის სისწორეს ან სანდოობას. ნებისმიერი ასეთი მოსაზრებით, რჩევით, განცხადებით ან სხვა ინფორმაციით ხელმძღვანელობა უნდა მოხდეს თქვენი პასუხისმგებლობით. საიტზე მოცემული ინფორმაციაზე დაყრდნობით ქმედების განხორციელებამდე ან მისგან თავშეკავებამდე თქვენ უნდა მიიღოთ პროფესიონალური ან სპეციალისტის რჩევა.

4.8. საიტზე ან მასალებში მოცემული არც ერთი ინფორმაცია (პირდაპირი ან ირიბი) არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც საინვესტიციო რეკომენდაცია ან რჩევა, ან EBRD-ის მიერ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვაზე გაკეთებული შემოთავაზება.

ჩვენი ვალდებულებები

5.1. საიტზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია მითითებულია  „როგორც არის” (“As Is”) საწყისზე, ნებისმიერი გარანტიის, პირობების ან სხვა სახის ვალდებულების გარეშე. EBRD არ წარმოადგენს რაიმე სახის გარანტიას, საიტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, მათ შორის საიტის საშუალებით მიღებული ნებისმიერი მასალის სისრულესა თუ სიზუსტეზე.

5.2. მოქმედი კანონით ნებადართული მაქსიმალური შესაძლებლობებით, EBRD უარყოფს და გამორიცხავს ყველა პასუხისმგებლობას (თუ ეს წარმოიქმნება ხელშეკრულებით, დაუდევრობით, ნორმატიული მოვალეობის დარღვევითა თუ სხვაგვარად), რომელიც წარმოიშობა ნებისმიერი უზუსტობის, მოვალეობის შეუსრულებლობის, შეცდომის, გამოტოვების, შეფერხების, წაშლის, დეფექტის, ოპერაციის ან გადაცემის შეფერხების, კომპიუტერული ვირუსის, საკომუნიკაციო ხაზის ჩავარდნის, ქურდობის ან განადგურების, საიტზე უნებართვო წვდომის, შეცვლისა თუ სხვა გარემოებისგან. საიტზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება სრულად წარმოადგენს მომხმარებლის პირად რისკს და EBRD არ არის პასუხისმგებელი საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ ზიანზე.

შეზღუდვები და შეწყვეტა

6.1. საიტის იმ ნაწილში, სადაც საჭიროა ავტორიზაციის გავლა (მომხმარებლის სახელი და პაროლი), EBRD-ის შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, მოახდინოს თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის დეაქტივაცია და ამით თქვენი საიტზე წვდომის შეზღუდვა.

6.2. თქვენ თანხმდებით იმაზე, რომ თქვენს მომხმარებლის სახელსა და პაროლს უსაფრთხოდ შეინახავთ და მესამე მხარეს არ მისცემთ საიტზე წვდომის შესაძლებლობას.

თქვენი ვალდებულებები

7.1. საიტის გამოყენებისას, თქვენ არ შეგიძლიათ:

(ა) განათავსოთ ან გაავრცელოთ ნებისმიერი უკანონო, თაღლითური, უცენზურო, პორნოგრაფიული, მუქარის შემცველი, ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან სხვაგვარად საეჭვო ინფორმაცია, მათ შორის ისეთიც, რომელიც წაახალისებს უკანონო და შეურაცხმყოფელი მოქმედებისკენ, დაარღვევს ნებისმიერ მოქმედ კანონს, ან დააზიანებს EBRD-ის კეთილგანწყობასა და რეპუტაციას;

(ბ) განათავსოთ ან გაავრცელოთ ნებისმიერი რეკლამა, ჯაჭვური წერილი, პირამიდული სქემა, ნებისმიერი სახის საინვესტიციო შესაძლებლობა ან კომერციული სქემა, ან სხვა სახის არასასურველი კომერციული საქმიანობა;

გ) განათავსოთ ან გაავრცელოთ ნებისმიერი პროგრამა, რომელიც შეიცავს რაიმე სახის ვირუსს, „ტროას ცხენს“, „ჭიას“, „მონაცემთა ბომბს“, „ლოგიკურ ბომბს“ ან სხვა რაიმე მსგავს კომპონენტს;

(დ) დააკოპიროთ, შეცვალოთ, გასცეთ ლიცენზია, გამოაქვეყნოთ, გაამრავლოთ, გაანაწილოთ, ან რაიმე სხვა ფორმით გამოიყენოთ:

(i) საიტის საშუალებით კომერციული მიზნებისათვის მოპოვებული მასალები; ან

(ii) საიტის საშუალებით მიღებული მასალები ან ნებისმიერი წარმოებული სამუშაო, რომლებიც ექვემდებარება საავტორო უფლებებს ან სხვა მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. თუ გსურთ მასალის კოპირება, ცვლილებები, ლიცენზია, გადაცემა, გამოქვეყნება, გამრავლება, განაწილება ან რაიმე სახით ექსპლუატაცია, პირველ რიგში უნდა მიიღოთ საჭირო ნებართვა მესაკუთრისგან.

7.2. თქვენ ეთანხმებით, რომ არ შეზღუდავთ ან არ შეუშლით არც ერთ პირს საიტის გამოყენებაში;

7.3. თქვენ თანხმდებით, რომ აარიდებთ EBRD-ს რაიმე სახის პრეტენზიას, ქმედებას, ზარალს, ზიანს, ვალდებულებას, ან ხარჯს (მათ შორის იურიდიული გადასახადების ჩათვლით), რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენ ან თქვენთან ასოცირებული პირის მიერ საიტის არასწორი გამოყენების ან წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის შედეგად.

7.4. EBRD-ის მოთხოვნის შესაბამისად, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნოთ ან გაანადგუროთ (შეძლებისდაგვარად) ყველა ნაბეჭდი, დაკოპირებული ან გადმოწერილი მასალა.

ფორუმები

8.1. თუ საიტი შეიცავს განცხადებათა დაფას, ონლაინ ჩატს, ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებას (ერთობლივად, ”ფორუმები”), თქვენ ეთანხმებით, რომ მას მხოლოდ ფორუმისთვის შესაფერისი ინფორმაციის გასაცვლელად გამოიყენებთ. ფორუმის გამოყენებისას თქვენ არ შეგიძლიათ (მაგალითები მოყვანილია საილუსტრაციოდ):

8.2. თქვენ აღიარებთ, რომ ყველა ფორუმი არის საჯარო და არა პირადი კომუნიკაცია. გარდა ამისა, თქვენ აღიარებთ, რომ ჩატები, შეტყობინებები, კონფერენციები, ელ.ფოსტა და მომხმარებლების სხვა კომუნიკაციები არ არის ავტორიზებული EBRD-ს მიერ, და რომ ასეთი კომუნიკაციები არ ექვემდებარება EBRD-ს განხილვას, სკრინინგის ან დამტკიცებას.

8.3. თქვენ ეთანხმებით იმას, რომ EBRD არ არის ვალდებული გააკონტროლოს ნებისმიერი ფორუმის გამოყენება და ასევე იმას, რომ ასეთი ფორუმების გამოყენება ექვემდებარება იმ წესებს, რომლებიც შეიძლება გაცემულ იქნას EBRD-ს მიერ ნებისმიერ დროს და EBRD-ს შეხედულებისამებრ.

8.4. EBRD იტოვებს უფლებას ნებისმიერი მიზეზის გარეშე და საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს ან წაშალოს ფორუმში განთავსებული ნებისმიერი შინაარსის ტექსტი.

ინტელექტუალური საკუთრება

9.1. საიტზე წარმოდგენილი ნებისმიერი მასალის საავტორო და ინტელექტუალური უფლებები ეკუთვნის ან ლიცენზირებულია EBRD- სთვის.

9.2. თქვენ ეთანხმებით, რომ EBRD-ს ლოგო არის რეგისტრირებული სამარკო ნიშანი და, როგორც ასეთი, არ შეიძლება მისი გამრავლება EBRD-ს წერილობითი ნებართვის გარეშე. თქვენ იღებთ ვალდებულებას, რომ თქვენ არ გამოიყენებთ EBRD-ის სახელსა თუ აბრევიატურას, ნებისმიერ საჯარო განცხადებაში, სარეკლამო, მარკეტინგის ან გაყიდვების მასალებში EBRD-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ზოგადი დებულებანი

10.1. წინამდებარე პირობები არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც EBRD-ისთვის რაიმე სახის იმუნიტეტის, პრივილეგიის ან გამონაკლისის მიმინიჭებელი, რომელიც ათავისუფლებს მას საერთაშორისო კონვენციის ან კანონისგან, ან იმ ხელშეკრულებში არსებული პირობებიდან, რომელიც აყალიბებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს.

10.2. წინამდებარე პირობები და წესები რეგულირდება ინგლისური კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი სახელშეკრულებო ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს ამ პირობებისა და წესების შესაბამისად, უნდა განისაზღვროს და განიმარტოს ინგლისურის კანონმდებლობის შესაბამისად.

10.3. EBRD-ის მიერ ამ პირობებისა და წესების ნებისმიერი უფლების ან მათი განხორციელების შეუსრულებლობა არ წარმოადგენს ამ უფლების ან დებულების უარყოფას. თუ შესაბამისი იურისდიქციის სასამართლომ პირობები და წესები სცნო ბათილად ან არასრულყოფილად, ამ პირობებისა და წესების სხვა დებულებები რჩება ძალაში.

10.4. თუ EBRD-სთან არ გაქვთ ურთიერთგამომრიცხავი ურთიერთობა, ეს წესები და პირობები წარმოადგენს EBRD-ს და თქვენ შორის შეთანხმებას საიტის შესახებ.