კომპანია „ლიდერფუდი“ 2008 წლიდან ოპერირებს და ხორცპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. თავდაპირველად მათი წარმოება ძველ, ნაქირავებ ტერიტორიაზე მდებარეობდა.
2016 წლიდან კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, განეახლებინა წარმოება, განეხორციელებინა რებრედინგი და ახალი, ენერგოეფექტური შენობა აეგო. ამისათვის, მათ მიმართეს EBRD-ის მწვანე დაფინანსების, GEFF, პროგრამას.
GEFF-ის კონსულტანტებმა ჩაატარეს პროექტის ტექნიკური და ფინანსური ანალიზი, რის შემდეგაც კომპანიამ ააშენა სრულიად ენერგოეფექტური შენობა, შეიძინა ახალი სამაცივრე და სხვა დანადგარები.
516,000 აშშ დოლარის ინვესტირებით კომპანია ყოველწლიურად 657 მგვტ/სთ-ის ენერგიას ზოგავს, ხოლო მათ მიერ გამოყოფილი CO2 შემცირდა 335 ტონით წელიწადში.
“ჩვენი კომპანიის პრიორიტეტი თავიდანვე გახლდათ გარემოზე ზრუნვა. ჩვენთვის მნიშნველოვანი იყო ახალი შენობა ყოფილიყო მაქსიმალურად ენერგოეფექტური და მინიმალური ზეგავლენა მოეხდინა გარემოზე, რაშიც ნამდვილად დაგვეხმარა EBRD-ის ენერგოეფექტური პროგრამა” – განაცხადა ლიდერფუდის მარკეტინგის მენეჯერმა, კატო კიკაბიძემ.
პროექტი მხადრაჭერილია EU4Energy-სა და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს მიერ.