ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და თიბისი ბანკმა დღეს ხელი მოაწერეს სამ სასესხო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ბანკი $23 მილიონის ლარში ნომინირებულ სესხს მიიღებს, აქედან $20 მილიონი მწვანე ეკონომიკის დაფინანდების პროგრამის (GEFF) ფარგლებში იქენბა ხელმისაწვდომი. ფინანსური პაკეტი მოიცავს ტექნიკურ საკონსულტაციო პაკეტს, რომელიც თანადაფინანსებულია მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) მიერ და მხარდაჭერილია ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ (BMF).
შესაძლო ინვესტიციები მოიცავს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა თბოიზოლაცია, მზის პანელები, გეოთერმული ტუმბოები და წყლის ეფექტური სარწყავი სისტემები. ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა GEFF-ის კონსულტანტების მეშვეობით დაადგინონ თუ რა ტიპის მწვანე ტექნოლოგიებია საქართველოში გავრცელებული.
”ბოლო ოცი წლის წარმატებული თანამშრომლობის განმავლობაში, EBRD- მ თიბისი ბანკს დახმარება გაუწია მრავალრიცხოვანი, ტექნიკური დახმარების პროგრამებისა და კაპიტალის ინვესტირების საშუალებით. ამ სასესხო რესურსით თიბისი ბანკი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ კლიენტების განვითარებას,”- აღნიშნავს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
“ენერგია, კომპანიებისა და ბინათმფლობელებისთვის მნიშნველოვანი რესურსია. მსგავსი ინვესტიციები მათ დაეხმარებათ ენერგომოხმარების შემცირებასა და ხარჯების მნიშნველოვნად დაზოგვაში” – კატარინა ბიორლინ ჰენსენი, EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში