GEFF საქართველოში და თიბისი ბანკი აგრძელებენ განახლებად ენერგიასა და კლიმატის ადაპტაციაში ინვესტირების მხარდაჭერას. ფორუმზე სახელწოდებით “ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში”, რომელიც 2021 წლის 11 მარტს ჩატარდა, ბანკისა და პროგრამის წევრებმა ბიზნესისა და ცხოვრებისადმი მდგრადი მიდგომების უპირატესობები წარმოადგინეს.
“დაიწყე საკუთარი თავით” – იყო თიბისი ბანკის მთავარი გზავნილი დამსწრეთათვის, რომლებმაც ბანკის მდგრადი ფინანსირების სტრატეგია მოისმინეს. “საერთაშორისო გარემოსდაცვითი და სოციალურ სტანდარტებთან შესაბამისობა, მწვანე ინვესტიციების დაფინანსება, ქალების ბიზნესში და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა თიბისი ბანკის გრძელვადიანი დაფინანსების მთავარი მიზნებია,” – თქვა ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მენეჯერმა ანა სარალიძემ. მან კიდევ ერთხელ გაუხვა ხაზი იმას, რომ თიბისი ბანკი კვლავაც აგრძელებს მისი მომხმარებლისთვის მდგრადი დაფინანსების პროგრამების შეთავაზებას, რასაც მათი EBRD-ის GEFF პროგრამასთან დანამშრომლობაც ადასტურებს.
დღესდღეობით, განახლებად ენერგიაში ინვესტირება საქართველოში საკმაოდ პოპულარული თემაა. როგორც GEFF საქართველოში პროგრამის ექსპერტმა ანდრო ბუთხუზმა ახსენა, საქართველოს მზის ენერგიის განვითარების საკმაოდ მაღალი პოტენციალი აქვს, რადგან მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა ქვეყანაში 2200 მზიან საათამდე შეადგენს. შედარებისთვის, გერმანიაში ეს მაჩვენებელი 1800 საათს არ აღემატება, თუმცა ეს მას არ უშლის მზის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრით მეოთხე ქვეყანა იყოს მსოფლიოში. ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა თითქოს ის ბიძგი იყო, რომელიც ბიზნესებს სჭირდებოდათ ყურადღების მზის ენერგიაზე გასამახვილებლად. დამსწრეთა აქტიური ჩართულობიდან გამომდინარე, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამ სიახლის მიმართ ინტერესისა და მის შეფასების ეტაპზე არიან. ფორუმის მსვლელობის დროს, უამრავი კითხვები დაისვა, რომლებიც მზის ელექტროსადგურში ინვესტირების საშუალო მოცულობას, მისთვის საჭირო ფართსა და საქართველოს ბაზარზე არსებულ მომწოდებლებს ეხებოდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მზის ენერგიით ბიზნეს სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები ინტერესდებიან: 100 დამსწრეთა შორის იყვნენ, როგორც მეღვინეობის, დეველიპერული კომპანიებისა და საავადმყოფოების, ასევე სხვადასხვა სახის წარმოების წარმომადგნელები.
მიუხედავად თემისადმი მაღალი ინტერესისა, ფორუმის მსვლელობის დროს მონაწილეებმა წუხილი გამოთქვეს ნეტო-აღრიცხვის სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორგანიზებით ნეტო აღრიცხვის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს კომისიის მიზანი ნეტო აღრიცხვის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით და იმსჯელეს ახალი ენერგეტიკული ბაზრის სიახლეებზე, რომელიც 2021 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
“განახლებად ენეგიაში ინვესტიციები”-ს შემდგომ, GEFF საქართველოში ექსპერტმა მურად ხარაიშვილმა, მომდევნო თემა სახელწოდებით “ინვესტიციები კლიმატის ცვლილების ადაპტაციაში”, წარადგინა. მსგავსი ინვესტიციები, განახლებად ენერგიასა და ენერგოეფექტურობასთან ერთად, GEFF პროგრამის მესამე ტიპის ინვესტიციებს შეადგნეს. ექსპერტის თქმით: “კლიმატის ცვლილება მილიონობით ადამიანზე ახდენს გავლენას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ჩვენც და ბიზნესებმაც, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ მისი ზეგავლენა შევამციროთ, ან მოვერგოთ ცვლილებებს”. EBRD წლების განმავლობაში უჭერს მხარს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზეგავლენის შემცირების ინიციატივებს. წვიმის წყლის შეგროვების ავზები, მიწის მინიმალური ან ნულოვანი დამუშავების სახნავ-სათესები, ეფექტური სარწყავი სისტემები და სხვა, იმ ტექნოლოგიები მცირე ჩამონათვალია, რომელიც EBRD-ის GEFF პროგრამით საქართველოშიც ფინანსდება.
ორსაათიანი, ინტერაქტიური ფორუმი მსმენელებისგან ინიციატივის დაფასებით დასრულდა. მათი თქმით სწორად მსგავსი ღონისძიებების დახმარებით ხდება საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება. “მხოლოდ ერთობლივად, ფინანსური ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, და ჩვენი, როგორც ბიზნესების მზაობით, ჩვენ შევძლებთ მეტად მდგრადი და სასიკეთო გარემოს შექმნას ყველასთვის,” – დასძინა ერთ-ერთმა მონაწილემ.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები