უკვე რამდენიმე წელია, GEFF საქართველოში მხარს უჭერს მწვანე შენობების განვითარებას. დაარსების დღიდან, პროგრამამ მიიღო მონაწილეობა არაერთ ღონისძიებაში, რომელიც მიზნად მწვანე შენობებში გამოყენებული ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. პროექტმა ასევე დააფინანსა მრავალი სამშენებლო პროექტი, რომელიც, მათში გამოყენებული ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიების წყალობოთ, ტრადიციულ შენობებზე მინიმუმ 20%-ით უფრო ეფექტურია. შედეგად, სასტუმროები სტუმრებს მეტ კომფორტს სთავაზობენ, ოფისები კი თანამშრომლებს უკეთეს სამუშაო გარემოს უქმნიან.
ExpoGeorgia-ს მიერ ორგანიზებული Caucasus Build 2023, ამა წლის 28-30 აპრილს გაიმართა. ღონისძიება ცხადყო, რომ GEFF საქართველოში არ არის ერთადერთი პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს შენობებში ენერგოეფექტურობის და მწვანე სტანდარტების დანერგვას. სამდღიანი გამოფენა, რომელსაც 3000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, წარმოდგენილი იყო საუკეთესო სამშენებლო მასალების მომწოდებლებით, ინდუსტრიის ნოვატორებით, უცხოელი პარტნიორებითა და უძრავი ქონების სპეციალისტებით მთელი რეგიონიდან. ღონისძიების განმავლობაში, როგორც სამშენებლო, ასევე უძრავი ქონების სფეროს სხვადასხვა სპეციალისტმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიებსა და პრეზენტაციებში, რომლებიც ეხებოდა მწვანე შენობებს, სამშენებლო სტანდარტებსა და ინდუსტრიის ამჟამინდელი მდგომარეობას.
ერთ-ერთი ასეთი პანელური დისკუსია გაიმართა Caucasus Build-ის გახსნის დღეს და მიზნად ისახავდა ევროპული გამოცდილების გაზიარებას შენობებში მწვანე ტექნოლოგიების დანერგავში. პროფესორმა ბარტლომიე ვიერზბამ და აგნიესკა სტრზემინსკამ წარმოადგინეს პოლონური გამოცდილება და აუდიტორიას აჩვენეს გზა, რომელიც პოლონეთმა გაიარა უფრო ეფექტური შენობებისკენ სწრაფვაში. როგორც ქალბატონმა სტრზემინსკამ აღნიშნა, მწვანე შენობების სარგებელი მრავალწახნაგოვანია: მაცხოვრებლების დაცვა, ჯანმრთელობა, ბუნებასთან ჰარმონია, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა. პროფესორ ვიერცბას თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია CO2-ის ემისიების მნიშვნელოვნად შემცირება, რადგან ეს არის ერთადერთი გზა მომავალში ჩვენი კეთილდღეობის დასაცავად.
საქართველოს მწვანე შენობების საბჭოს ხელმძღვანელმა ლევან ნათაძემ წარადგნია საქართველოში შენობების სერტიფიცირების პროცესის მიმდინარე მდგომარეობა. ქვეყანა მართლაც მუშაობს ახალი სტანდარტების შემუშავებაზე და მათი წარგენა ზაფხულის დასაწყისშია მოსალოდნელი. ახალი სტანდარტები პირველ რიგში გავრცელდება ნებისმიერ ახალ პროექტზე, თუმცა სამომავლოდ ნებისმიერ შენობას შეიძლება შეეხოს.
GEFF საქართველოში პროექტმა მისი მოკლე მიმოხილვა წარუდგინა აუდიტორიას. როგორც პრეზენტაციების შემდეგ ჩატარებულმა კითხვა-პასუხის სესიამ დაადასტურა, დაფინანსებაზე წვდომა რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტად მრავალი დეველოპერისთვის.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები