GEen

მდგრადი სახლი თბილისის ხედით

ინვესტორი
შპს Baltic Investment Group
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
იატაკისა და სახურავის იზოლაცია, ფანჯრები, გათბობა-გაგრილების სისტემები, ლიფტები, მზის ელექტროსადგური
Investment Size
1,300,000 აშშ დოლარი
ენერგოდანაზოგი
1,500 მგვტსტ წელიწადში
ბუნებრივი აირის დანაზოგი
1,254 მგვტსთ წელიწადში
განახლებადი ენერგია
60 კვ დადგმული სიმძლავრე
CO2 დაზოგვა
70 ტონა წელიწადში
დონორი
GCF, BMF

Baltic Investment Group (BI Group) დამფუძნებლებს ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების იდეა  თბილისში ერთ-ერთი ვიზიტის დროს დაებადათ. გამოცდილმა დეველოპერებმა მალევე შენიშნეს, რომ დედაქალაქში ენერგოეფექტური საცხოვრებელი შენობების დეფიციტი იყო და გადაწყვიტეს შეევსოთ ეს დანაკლისი.

ინვესტიციის დასაფინანსებლად მათ მწვანე დაფინანსების მოთხოვნით მიმართეს პროგრამის ერთ-ერთ პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტს. ინჟინრებისა და ფინანსირების  წყალობით კომპანიამ შეძლო ევროპული ხარისხის ენერგოეფექტური მასალების და ტექნოლოგიების დამონტაჟება, რამაც საბოლოო ხარჯების 45,000 აშშ დოლარით შემცირება გამოიწვია, რაც აისახება მაცხოვრებლების სამომავლო კომუნალურ გადასახადებში.

ნამაი ვაკე ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსია თბილისში. გარდა მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებისა, კომპლექსი აღჭურვილია მზის ელექტროსადგურით, რომელიც გამოიმუშავებს და ამარაგებს საერთო მოხმარების სივრცეებს ელექტროენერგიით.

“ჩვენ ვზრუნავთ ხარისხზე. ენერგოეფექტური ტექნოლოგია, განახლებადი ენერგია – ეს ყველაფერიჩვენი მაცხოვრებლების კომფორტსა და ჯანსაღ ცხოვრებას უზრუნველყოფს”, -ვიგანტას ზენკევიჩუსი, BI Group-ის დირექტორი.

პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.