GEen

მდგრადი მომავლის კულტივაცია

ინვესტორი
შპს ჰერბია
ადგილმდებარეობა
წყალტუბო, საქართველო
ინვესტიცია
მზის ელექტროსადგური
Investment Size
110,000 აშშ დოლარი
ფინანსური შედეგი
უკუგების პერიოდი 5 წელი
ენერგოდანაზოგი
320 მგვტსთ წელიწადში
განახლებადი ენერგია
200 კვ დადგმული სიმძლავრე
CO2 დაზოგვა
125 ტონა წელიწადში
შედეგი
საკვების მდგრადი წარმოება და ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირება
დონორი
GCF, BMF

რევოლუცია სოფლის მეურნეობაში: განახლებადი ენერგია ამცირებს ხარჯებს და ნახშირბადის ემისიებს

შპს ჰერბია 2006 წელს წყალტუბოში დაარსდა. კომპანია მალევე დამკვიდრდა, როგორც უმაღლესი ხარისხის მწვანილისა დაბოსტნეულის კულტივატორი, შემფუთავი და დისტრიბუტორი. ის, რაც ჰერბიას ნამდვილად გამოარჩევს, არის მისი Global Gap სერიფიკატი.

როგორც მწვანილისა და ბოსტნეულის წამყვანი მწარმოებელი, ჰერბია ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა: ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა და სოფლის მეურნეობის მზარდი დაუცველობა კლიმატის რისკების მიმართ. ამდაბრკოლებების დასაძლევად კომპანიამ ანახლებადი ენერგიის წყაროებში გადაწყვიტა ინვესტირება.

GEFF-თან პარტნიორობით და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტის ხელშეწყობით, ჰერბიამ უზრუნველყო მზისფოტოვოლტაური სადგურის შეძენა. აღსანიშნავია, რომ GEFF-ის ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარესპროექტის დეტალური შეფასება, და გამოავლინეს პროექტის ფულადი დანაზოგ, ნახშირბადის შემცირებული ანაბეჭდისმოცულობა და უკუგების დეტალური ანალიზი.

მზის სადგურის დახმარებით, ჰერბია ყოველწლიურად 22,000 აშშ დოლარზე მეტს ზოგავს კომუნალურ გადასახადებში. დანაზოგის წყალობით, პროექტის უკუგების პერიოდ სულ რაღაც 5 წელიწადია. პირველადი ინვესტიციის დაბრუნების შემდეგ, ჰერბია ისარგებლებს საკუთარი ელექტროენერგიით მზის სადგურის სიცოცხლის ხანგრძლივობის განმავლობაში.

დავით ჯანელიძე, შპს ჰერბიას დირექტორი: „მდგრადი პრაქტიკები და მწვანე ტექნოლოგიები მნიშვნელოვანიათანამედროვე მეურნეობაში. ასეთი პროექტების მხარდაჭერა და დაფინანსება არის დიდი ნაბიჯი სოფლის მეურნეობისუფრო მწვანე და ძლიერი მომავლისკენ“.

პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.