GEen

ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დანაზოგი ქართულ სამაცივრე წარმოებაში

ინვესტორი
სამაცივრე კომპანია
ადგილმდებარეობა
ფოთი, საქართველო
ინვესტიცია
ენერგოეფექტური სამაცივრე მოწყობილობა, თერმული თბოიზოლაცია
Investment Size
394,000 აშშ დოლარი
ფინანსური შედეგი
უკუგების პერიოდი 6 წელიწადი
ენერგოდანაზოგი
მიმდინარე ენერგო მოხმარების 85%
CO2 დაზოგვა
600 ტ წელიწადში
შედეგი
116,000 აშშ დოლარის ხარჯის დაზოგვა წელიწადში
დონორი
ევროკავშირი, ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო

ელექტროენერგიის მოხმარებისა და ხარჯების შემცირება

საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქ. ფოთში, მომსახურება და კვების მრეწველობა ორი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულებაა. სწორედ აქ, 2012 წელს, წარმატებულმა ქართულმა სამაცივრე კომპანიამ ააგო ცივი სასაწყობე სივრცე.

ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, კომპანიამ მალევე გადაწყვიტა ახალი ღრმა გაყინვის კამერების შეძენა, რაშიც მას GEFF-ის დაფინანსება და გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარა.

მწვანე ინვესტიციის ეს პროექტი, განიხილა სპეციალისტთა გუნდმა, რომელმაც შეაფასა მისი ტექნიკური დეტალები და რისკები, განსაზღვრა ინვესტიციის ძირითადი პარამეტრები და გამოავლინა ინვესტიციის შედეგად პოტენციური ენერგო დანაზოგის მოცულობა.

ექსპერტების რეკომენდაციის თანახმად, მოხდა ორი მაღალი ეფექტურობის მქონე ღრმა გაყინვის კამერის (970 მ2) დამონტაჟება ენერგოეფექტური პანელების ჩამკეტი სისტემით და ენერგოეფექტური სამაცივრე ტექნოლოგიის მონტაჟი ავტომატური კონტროლის სისტემით.

394,000 აშშ დოლარის ინვესტიციით კომპანიამ 85%-ით შეამცირა ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ჯამში 116,000 აშშ დოლარამდე წლიურ დანაზოგს შეადგენს. სწორედ ამ დანაზოგიდან მოხდება ინვესტიციის დაფარვა 4 წელიწადში, ფულადი მასების მოძრაობა კი რამდენიმე წელიწადში სამომავლო მოგებად იქცევა.

გათბობა-გაგრილების საწარმოებში ენერგიის მოხმარების დონე საკმაოდ მაღალია, რის გამოც ასეთ საწარმოებში ენერგიის დაზოგვის დიდი პოტენციალი არსებობს. მსგავსი პროექტის წარმატება კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მწვანე ინვესტიციების განხორციელების წყალობით ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება.