ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ამცირებს ხარჯს და ქმნის კონფორტს
1995 წელს საუდის არაბეთში დაარსებულმა კომპანიამ Khaled Alrajhi Holding Company გადაწყვიტა გაეფართოებინა მოქმედების საზღვრები და აეშენებინა დიზაინ-სასტუმრო თბილისში.
მომავალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო სულ 6 სართულიანი იქნება (2 მიწისქვეშა და 4 მიწისზედა), 80 ნომრით, რესტორნით, საკონფერენციო დარბაზითა და საცურაო აუზით.
ენერგოეფექტური შენობების შესახებ ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით, კომპანიამ გადაწყვიტა გამოეყენებინა ქართულ ბაზარზე არსებული მასალები და ტექნოლოგიები, რომლებიც დაეხმარებოდა მათ ადგილობრივი მოთხოვნების დაცვაში, ხარჯების შემცირებასა და სტუმრებისთვის კომფორტული დასვენების შექმნაში.
GEFF-ის საკრედიტო ხაზზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, კომპანიამ მიიღო პროექტის უფასო შეფასება GEFF-ის ექსპერტების მიერ. პროექტის ფინანსურმა და ტექნიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ენერგოეფექტური ფანჯრებისა და კარების, გათბობისა და გაგრილების სისტემების, LED განათების და ლიფტების დანერგვა კომპანიას სითბოს დანაკარგების, ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირების ხარჯებისა და შენობის მოხმარებით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შემცირებაში დაეხმარებოდა.
კომპანიის ინვესტიცია ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებში დაეხმარება მათ ყოველწლიურად დაზოგონ $20,000-მდე. აშენების შემდეგ, სასტუმრო არა მხოლოდ შესთავაზებს უნიკალურ დიზაინს და დასამახსოვრებელ გამოცდილებას, არამედ იამაყებს იმით, რომ არის ენერგოეფექტური დაწესებულება, რომელიც სრულად შეესაბამება ადგილობრივ რეგულაციებსა და სტანდარტებს.
პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.