GEen

რესურს ეფექტური აგრობიზნესი

ინვესტორი
შპს შტორი
ადგილმდებარეობა
კახეთი, საქართველო
ინვესტიცია
პივოტური სარწყავი სისტემა
Investment Size
60,000 აშშ დოლარი
ფინანსური შედეგი
უკუგების პერიოდი 2 წელი
ენერგოდანაზოგი
247 მგვტსთ წელიწადში
წყლის დანაზოგი
353,000 მ3 წელიწადში
CO2 დაზოგვა
100 ტონა წელიწადში
შედეგი
გაზრდილი მოსავლიანობა და შემცირებული ნეგატიურიზემოქმედება გარემოზე
დონორი
GCF, BMF

წყლის რესურსების გამოყენების ოპტიმიზაცია ზოგავს ფინანსურ რესურსს და იძლევა შემდგომი ზრდის საშუალებას

შპს შტორი დაარსდა კახეთის რეგიონში 2014 წელს. კომპანია სწრაფად ჩამოყალიბდა, როგორც ძლიერი მოთამაშეადგილობრივი სოფლის მეურნეობის სექტორში. მათი სპეციალიზაციაა სიმინდის კულტივირება.

მიუხედავად მათი გამოცდილებისა შპს შტორი წააწყდა ეფექტური მორწყვის აუცილებლობის გამოწვევას. მის გადასალახად,კომპანიას სურდა ისეთი სისტემის დამონტაჟება, რომელიც ოპტიმალურად მოიხმარდა წყალს და სიმინდის სტაბილური და უხვი მოსავლის გარანტი იქნებოდა.

2023 წელს, GEFF პროგრამის მხარდაჭერით, კომპანიის მენეჯმენტმა პივოტურ სარწყავ სისტემაში მოახდინა ინვესტირება. GEFFის ექსპერტებმა განახორციელეს მათი პროექტის დეტალური ანალიზი, რომელმაც ცხადყო პროექტის წყლისა დაენერგიის დაზოგვის მოცულობა, მოსალოდნელი ფულადი მოგება და შემცირებული ემისიების რაოდენობა.

ახალი სარწყავი სისტემა შტორს საშუალებას აძლევს ყოველწლიურად დაზოგოს $30,000-მდე აშშ დოლარი.

ეს დანაზოგი გვაძლევს ფინანსურ შესაძლებლობებს, განვახორციელოთ ინვესტიცია ისეთ მდგრად ტექნოლოგიებში, როგორიცაა მზის ფოტოვოლტაური სადგური. სარწყავი სისტემა არა მხოლოდ ზრდის ჩვენს მოსავალს, არამედ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად მომგებიანი აწარმო“. – მამუკა კობახიძე, შპს შტორის დირექტორი.

პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.