ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მიზანი, ხელი შეუწყოს ინვესტიციებს მწვანე ეკონომიკის განსავითარებლად. 18 მარტს, 200-ზე მეტმა ვენდორი, ბიზნესის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული მხარე დაესწრო ვებინარს, სახელწოდებით „Access Green Finance and Technologies”. ვებინარზე EBRD-მ დამწრე საზოგადოებას გააცნო მისი გეგმა 2025 წლისთვის უმთავრესად მწვანე ბანკად ჩამოყალიბების შესახებ.
ქსენია ბროკმანმა, EBRD-ის ასოცირებულმა დირექტორმა განაცხადა, რომ EBRD მიზნად ისახავს დაეხმაროს იმ ქვეყნებს, სადაც ის ინვესტირებას ახორციელებს. 2021-25 წლების განმავლობაში, ბანკი გეგმავს მწვანე დაფინანსების 50%-მდე გაზრდას Green Economy Transition პროგრამის ფარგლებში. ამ დროისთვის, ბანკმა 5 მილიარდი ევრო ალოკაცია, 27 ქვეყანაში, 155 პარტნიორნი საფინანსო ინსტიტურის მეშვეობით მოახდინა, რაც ორი მთავარი პროგრამის – მწვანე ეკონომიკის დაფინანსების (GEFF) და მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობის პროგამის (Green TFP) – მეშვეობით გახდა შესაძლებელი. GEFF და Green TFP მეშვეობით ბენეფიციარებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დაფინანსება მწვანე პროექტების (განახლებადი ენერგია, ენერგო და რესურსეფექტურობა) განსახორციელებლად, მწვანე ტექნოლოგიების შესაძენად და ვაჭრობის წარმოების დროს საჭირო ინსტრუმენტების გამოსაყენებლად.
დაფინანსების გარდა, EBRD ასევე უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის სერვისს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის მიერ გამოცხადებულ მხარდაჭერას. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია მწვანე ტექნოლოგიის სარჩევი (GTS) – ონლაინ პლატფორმა, რომელშიც შეყვანილია თანამედროვე ტექნოლოგიები მსოფლიოს 1,650-ზე მეტი მწარმოებლისგან. “GTS ეხმარება ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს და ტექნოლოგიების მომწოდებლებს შეხვდნენ და განავითარონ საქმიანი ურთიერთობები” – თქვა GTS-ის კოორდინატორმა EBRD-ში, ჰიოჯუ კიმმა. ტექნოლოგიის მყიდველებს შეუძლიათ დაათვალიერონ GTS, შეადარონ პროდუქტები და მომწოდებლები, შეარჩიონ შესაბამისი ტექნოლოგიები, ამობეჭდონ მათი სერტიფიკატები და მიაკითხონ ფინანსურ ინსტიტუტს დაფინანსების მისაღებად. დღეს, GTS მოიცავს 33,000-ზე მეტ საუკეთესო მწვანე ტექნოლოგიას.
GTS ხელმისაწვდომია 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სადაც ადგილობრივი მომწოდებლების 800-მდე მწვანე ტექნოლოგია უკვე ხელმისაწვდომია. ტექნოლოგიები მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც ენერგოეფექტური კარსა და ფანჯარას, ასევე მზის სადგურის მოწყობისთვის საჭირო ტექნოლოგიებს. ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის შემდგომ, საქართველოში განახლებადი ენერგიის, კონკრეტულად კი მზის ენერგიის, გამოყენება აქტუალური თემაა. ასევე გაიზარდა, მზის ტექნოლოგიის მომწოდებელთა რაოდენობაც. შედეგად, GEFF საქართველოში პროგრამამ დაიწყო ვებინარების სერია, სადაც მისი ექსპერტები განმარტავენ GTS-ის გამოყენების სარგებელს მზის ტექნოლოგიის მომწოდებლებისთვის და დეტალურად ხსნიან პლატფორმის გამოყენების თავისებურებებს. სერიის შემდგომი ვებინარი გაიმართება 2021 წლის 24 მარტს.
EBRD- ს პრეზენტაციების გარდა, ტაივანის რამდენიმე ტექნოლოგიურმა მომწოდებელმა და მწარმოებელმა, როგორიცაა Eterbright Solar Coporation, Huarong Group, TECO Electric & Machinery Co., Xing Tai Guang Co. და H Plus R Environmental Engineering Co., წარმოადგინეს უახლესი ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები განახლებადი ენერგიის, HVAC, LED განათების სისტემებსა და რესურსების ეფექტურობაში (წყლის გადამუშავება და ხელახლა გამოყენება). ღონისძიების შემდეგ მომწოდებლებს, პოტენციურ კლიენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ ტაივანელ ტექნოლოგიურ მომწოდებლებთან და განეხილათ პოტენციური თანამშრომლობა.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები