აპრილის დასაწყისში, უკვე მეოთხედ, Sustainable Finance Forum გამოცემა გაიმართა. წელს მისი მთავარი ფოკუსი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრები იყო (EECCA). ორდღიან ონლაინ ფორუმზე, რომელიც გაიმართა 7 და 8 აპრილს, მრავალი თემა იქნა გამოკვლეული, მათ შორის ESG, განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა და კლიმატის ცლილების რისკები. GEFF-ის რეგიონალურ ექსპერტებს საშუალება ჰქონდათ დისკუსიაში შესულიყვნენ პროფესიონალებთან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა EBRD, IFC, ასევე საინვესტიციო ფონდებიდან და სამთავრობო ორგანიზაციებიდან, და განეხილათ რეგიონში მდგრადი დაფინანსების განვითარების გზები.
ფორუმი დაიწყო დისკუსიით, თუ როგორ იმოქმედა მიმდინარე რეგიონულმა და გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა რეგიონის ოპერირებასა და ფინანსურ სექტორზე. „ავაშენოთ მწვანედ“ იყო სერგი მასლიჩენკოს, Green Trio Fund-ის დამფუძნებელი პარტნიორის მთავარი გზავნილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სწორად ახლაა იმ ტექნოლოგიებისა და სტრატეგიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობა, რომლებიც მდგრად ფინანსირებას განავითარებს.
ამისათვის, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობებს, ცენტრალურ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. როგორც IFC-ის Sustainable Banking and Finance Network-ის (SBFN) კოორდინატორმა ლუიზა გარდინერმა ხაზგასმით აღნიშნა, ცენტრალური ბანკები უნდა მუშაობდნენ ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად. საქართველოს ეროვნული ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შეუერთდა SBFN ქსელს და ის თანმიმდევრულად ახორციელებს მის მიერ შემუშავებულ მდგრადი დაფინანსების გზამკვლევს. ყირგიზეთმა ასევე მიაღწია წარმატებას ჩარჩო გზამკვლევის შემუშავებაში, რომელიც ოთხ საყრდენზე დგას. ესენია ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ცოდნის გაზიარება.
რეგიონებში მდგრადი დაფინანსების დაჩქარება პრიორიტეტულია მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტისა და ინვესტორისთვის. თუმცა, კაპიტალის მიწოდებასთან ერთად, ასევე აუცილებელია რეგიონალური პარტნიორების მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში ტექნიკური დახმარებისა და საკონსულტაციო მომსახურების სახით. ცოდნის გაზიარება ასევე სასარგებლოა ბაზარზე სხვა ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებისთვის, როგორიცაა მწვანე ობლიგაციები. მიუხედავად მათი პოპულარობისა ევროპაში, ისინი ჯერ კიდევ არ გამხდარა სტანდარტული ინსტრუმენტი არაევროკავშირის ბაზრებზე. დროთა განმავლობაში, ტაქსონომიის გასწორებისა და მკაცრი სტანდარტების შემუშავებით, EECCA რეგიონი შესაძლოა მათთვის საინტერესო ბაზარი გახდეს.
რაც შეეხება განახლებად ენერგიას, EECCA რეგიონი საინტერესო შესაძლებლობებითაა სავსე. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი დაინტერესებულია ქარისა და მზის ენერგიის განვითარებით. როგორც GEFF-ის რეგიონალური ოპერაციებიდან ჩანს, უფრო და უფრო მეტი ბიზნესი ინტერესდება განახლებადი ენერგიის ათვისებით. ეს დიდწილად გამოწვეულია ელექტროენერგიის გაძვირებითაც. განახლებადი ენერგიის პოტენციალის გამოყენების სარგებელი აშკარაა: ის სარგებლიანია მთავრობისთვის, არის ძალიან კონკურენტუნარიანი რესურსი, ზრდის მიწოდების უსაფრთხოებას და ხელს უწყობს ენერგოდამოუკიდებლობას. განახლებადი ენერგიის სივრცეში ტექნოლოგიების უმეტესობა თანაბრად დაფინანსებადია, რადგან ტექნოლოგიური რისკები შედარებით დაბალია; თუმცა, ფინანსური ბაზარი არსებითად უნდა განვითარდეს, რათა უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის განვითარება.
ფორუმზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკებიც ასევე ვრცლად იყო განხილული, ძირითადად სოფლის მეურნეობის კონტექსტში. როგორც IFC-ის ევროპის კლიმატისა და აგროფინანსური სერვისების პროგრამის მენეჯერმა ლეა სოროკამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობა რჩება ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ სექტორად კლიმატის ცვლილების მიმართ. თუმცა, რიგმა რეგიონულმა კონფლიქტებმა, პანდემიამ და საქონლის ფასების ზრდამ გამოიწვია სოფლის მეურნეობის გარკვეული შეფერხება. ქალბატონმა სოროკამ ხაზი გაუსვა ტექნოლოგიებისა და მდგრადი პრაქტიკების მიღების მნიშვნელობას შიმშილისა და ცუდი კვების თავიდან აცილების მიზნით. ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა შეისწავლონ სოფლის მეურნეობის ბიზნესის სპეციფიკა, რათა შეიმუშაონ ინსტრუმენტები, რომლებიც მხარს უჭერენ და გააძლიერებენ ადგილობრივ ფერმერებს. ეს განსაკუთრებით ეხება მცირე ფერმერებს: ცოდნის გაზიარება, ფასების პოლიტიკის შემუშავება და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება გადამწყვეტია, როდესაც საქმე ეხება მცირე მესაკუთრეების ჩართვას სოფლის მეურნეობის ღირებულების ჯაჭვში.
ფორუმი დასრულდა ვრცელი მასტერკლასი ESG მენეჯმენტისა და კლიმატის რისკის თემაზე. Climate Risk Services-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გერჰარდ მალდერმა და პროექტის მენეჯერმა ნატალი ლოკტონმა განსაზღვრეს კლიმატის რისკი და მისი გავლენა გარემოსა და ინსტიტუტებზე. მასტერკლასმა სიღრმისეულად შეისწავლა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების ტიპები და გამოკვეთა პრიორიტეტები იმ ინსტიტუტებისთვის, რომლებსაც სურთ კრიზისის შერბილება, ადაპტაცია ან თავიდან აცილება. უპირველეს ყოვლისა, ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო განმარტება, თუ რა არის კლიმატის ცვლილება და როგორ აისახება ის მათ ორგანიზაციაზე. შემდეგ მათ უნდა განიხილონ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს კლიმატთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები და უნდა გაიგონ, რა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა გარემოებებში (სცენარის ანალიზი). ყველა მონაწილეს ჰქონდა შესაძლებლობა ენახა სცენარის ანალიზისა და კლიმატის რისკის ზუსტი შეფასების სარგებელი Climate Risk Service ტრენერების მიერ წარმოდგენილი მრავალი კონკრეტული შემთხვევების ანალიზის დახმარებით.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები