ჯიბის ეკონომიკური პოდკასტის ბოლო ეპიზოდი ყურადღებას ამახვილებს კლიმატის დაფინანსებაზე და სვავს კითხვას თუ რა დაჯდება კლიმატის ცვლილების დაძლევა და ვინ გადაიხდის შესაბამის საფასურს: განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყანა.
მატია რომანი, EBRD-ს ეკონომიკის, პოლიტიკისა და საჯარო მმართველობის დირექტორი ჯონათან ჩარლზთნ საუბარში (EBRD-ს მმართველი დირექტორი კომუნიკაციების სფეროში) აღნიშნავს: “საუბარი კლიმატის დაფინანსების განსაზღვრაზე არ ეხება რომელიმე კონკრეტულ ენას, არამედ ის ეხება პოლიტიკას”.
“კლიმატის დაფინანსების განსაზღვრა ნიშნავს კლიმატის ცვლილების გამოწვევის ფინანსური მასშტაბის დადგენას და ვინ იქნება შესაბამისი გადამხდელი – ეს არის კითხვა, რომელიც ბოლო წლებში აქტუალურია”, ამბობს ბ-ნ რომანი. კლიმატის დაფინანსებაზე საუბარი არ არის „ეზოთერული დიალოგი“, არამედ მას აქვს კონკრეტული ზეგავლენა, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყენებისათვის“ ამბობს ის. მას ასევე მოყავს მაგალითები იმ ქვეყნებისა, სადაც ეკონომიკურად გათვალისწინებულია კლიმატზე ზემოქმედება, მაგ. კოსტა რიკა და ყაზახეთი. ბ-ნ რომანის თქმით, მათი წარმატების მთავარი საიდუმლო უკავშირდება შესაბამისი მართვის უნარებს, პროექტების განხორციელების პოტენციალს და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერას.
EBRD-ს სტრატეგიული გეგმა 2016-18 წლებში მოიცავს სამ პრიორიტეტს: ეკონომიკური შესაბამისობის გაძლიერება, გლობალური გამოწვევების გათვალისწინება და რეგიონული ინტეგრაციის მხარდაჭერა.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები