EBRD ძლიერი და წარმატებული ბანკია, რომელმაც თანმიმდევრულ შედეგებს მიაღწია და მოუტანა სარგებელი ეკონომიკასა და იმ ქვეყნების მოსახლეობას, რომელსაც ის მხარს უჭერს სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ..
ბ-ნ პრეზიდენტი სიტყვით სამთავრობო საბჭოს სხდომის გახსნაზე გამოვიდა, რომელიც ყოველწლიურად კვიპროსზე იმართება და სადაც EBRD 2014 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს.
ბ-ნ ჩაკრაბარტიმ ასე დაახასიათა ბანკის სამომავლო ხედვა: „უფრო მეტი შედეგის მოტანა, ჩვენი ფინანსური მდგრადობის გაძლიერება, ეფექტურობისა და სარგებლიანობის ამაღლება ყველაფერში რასაც ვაკეთებთ“. როგორც მანდ განაცხადა, ამ მიზნების მისაღწევად ჩატარებული საჭირო სამუშოების შედეგები კი “ყველასათვის თვალსაჩინოა”.
2016 წელს , ინვესტიციების გაცემის კუთხით EBRD-მ კიდევ ერთ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ, სხვადასხვა პროექტებისათვის გამოყოფილმა დაფინანსებამ 9.4 მილიარდი ევრო შეადგინა (იგივე, რაც 2015 წელს), რამაც დიდი წვლილი შეიტანა ეფექტური საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებაში.
EBRD-ის მიზანი იყო კიდევ უფრო მეტი დადებითი ეფექტის მიღწევა, როდესაც შემუშავდა საინვესტიციო კრიტერიუმები, რომელთა საშუალებითაც EBRD-ის პროექტები მხარს უჭერს ქვეყნებს არა მხოლოდ ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებით, არამედ უკეთესი ზედამხედველობის, უფრო მეტი ჩართულობისა და ინტეგრაციის თვალსაზრისით.
არსებობს ექვსი გარდამავალი თვისება, რომელიც EBRD-ისთვის მნიშვნელოვანია და რაც გამოიხატება მისი რეგიონების ეკონომიკურ ხელშეწყობაში 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევის მხრივ.
ამ კონტექსტში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა ძირითადი საერთაშორისო რეიტინგის სააგენტოს მიერ თანმიმდევრულად და განმეორებით დადასტურდა, რომ EBRD-ს სამმაგი A კლასის რეიტინგი აქვს. “მე ვამაყობ ამ მიღწევით და მსურს მისი შენარჩუნება” თქვა მან.
პრეზიდენტმა აღნიშნა EBRD-ის უნიკალურუ ბიზნეს მოდელი, რომელიც ორიენტირებული იყო კერძო სექტორზე და რომელიც განსაკუთრებულად კარგად მოერგო 2015 წელს მსოფლიო მასშტაბით შემუშავებული მდგრადი განვითარების მიზნებს, რაც წარმოადგენს 2030 წლამდე პერიოდისათვის გლობალური განვითარების გეგმას.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები