ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოსთვის ახალი, 2022-27 წლების სტრატეგია მიიღო სამი ძირითადი პრიორიტეტით:
ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლება
EBRD მზადაა დაეხმაროს კომპანიებს, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებს, გაზარდონ მათიპროდუქტიულობა და მდგრადობა მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებითა და ფინანსებზეხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, მაგალითად, გაციფრულებაში ინვესტიციების გზით. ბანკი ასევეგააგრძელებს მუშაობას ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაღრმავების მიზნით, რათა კომპანიებსმიაწოდოს დაფინანსების უფრო ფართო არჩევანი.
ინკლუზიისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა
ბანკი გააძლიერებს ძალისხმევას უნარების განვითარების ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად,განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფებისთვის, ხელსშეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე დედაქალაქ თბილისის გარეთ არსებულ რეგიონებში.რეგიონული მოსახლეობისთვის ფინანსური და აუცილებელი მუნიციპალური სერვისების უკეთესიხელმისაწვდომობა EBRD-ის მუშაობის მთავარი აქცენტია.
საქართველოს მწვანე ეკონომიკის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა
EBRD მზადაა დაეხმაროს საქართველოს მწვანე ეკონომიკური ტრანსფორმაციის დაჩქარებასსათბურის გაზების ემისიების შემცირებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდისინიციატივების მხარდაჭერით. EBRD-ის მწვანე ეკონომიკის გადასვლაზე დაყრდნობით, ბანკიგააერთიანებს განახლებად ენერგიებში ინვესტიციებს პოლიტიკის ჩართულობასთან. ის ხელსშეუწყობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, მათ შორის ენერგიისა და რესურსებისეფექტურობის გაზრდას და გააგრძელებს მწვანე ქალაქების ჩარჩოს გაფართოებას.
საქართველომ ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა გაიღო რეფორმების წინსვლისა და მდგრადისაბაზრო ეკონომიკის შესაქმნელად. EBRD-ის ახალი სტრატეგია ხელს შეუწყობს საქართველოსეკონომიკას, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა Covid-19-ის პანდემიით, მის აღდგენასა დაშემდგომ განვითარებაში.
ჩამოტვირთეთ სტრატეგია აქ.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები