2014 წლის შემდეგ, მეოთხე წარმატებული წელი ინვესტიციების ზრდის თვალსაზრისით.
EBRD-მ მიაღწია ამბიციურ მიზნებს კლიმატის ცვლილების დაფინანსების კუთხით და დაგეგმილ გრაფიკს ჯერ კიდევ 2017 წელს გაუსწრო. მისი ჯამური ყოველწიური ინვესტიციის ახალი რეკორდი დამყარდა მაშინ, როდესაც ბანკმა დადებითი ცვლილებები მოახდინა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
მწვანე ეკონომიკის დაფინანსება 2016 წელს 2.8 მილიარდი ევროდან 4.1 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 2017 წლის მთლიანი დაფინანსების 43%-ს შეადგენს. ევრობანკმა, ჯერ კიდევ 2015 წლის პარიზის ხელშეკრულების დადებამდე აღნიშნა, რომ 2020 წლამდე მისი დაფინანსების 40% მწვანე ინვესტიციებისკენ იქნებოდა მიმართული. ეს მიზანი კი სამი წლით ადრე იქნა მიღწეული.
EBRD-თვის, 2014 წლის შემდეგ, 2017 წელი კიდევ ერთი, მეოთხე, წარმატებული წელი იყო ინვესტიციების ზრდის თვალსაზრისით. 2017 წელს, EBRD-ს ყოველწლიური დაფინანსება ეკონომიკის ყველა სექტორში გაიზარდა და მიაღწია ახალ რეკორდს, კერძოდ, 9.7 მილიარდ ევროს (ეს ციფრი 2016 წელს 9.4 მილიარდ ევროს შეადგენდა). ინდივიდუალური პროექტების რიცხვიც ახალ ნიშნულამდე გაიზარდა და 412-ს მიაღწია (2016 წლის მონაცემით ეს რიცხვი 378 შეადგენდა).
EBRD-ის პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტის თქმით: “2017 წელს ბანკის მუშაობის შედეგებმა ჩვენს შესაძლებლობებში დაგვარწმუნა და უკეთ მოგვამზადა მომავალი გამოწვევებისთვის. ჩვენ საუკეთესო სამუშაო ფორმაში ვართ და შეგვიძლია თავდაჯერებულად შევხვდეთ მომავალს.”
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები