ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გასცემს დამოუკიდებელ სესხს 6 მილიონ ევრომდე ოდენობით საქართველოსთვის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სასომხეთთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციისათვის.
თბილისიდან 60 კმ-ში მდებარე ხიდი წარმოადგენს მთავარ სასაზღვრო პუნქტს საქართველოსა და სასომხეთს შორის. არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, რომლის საშუალებითაც ხდება მოქალაქეებისა და საქონლის გადაადგილება აუცილებელია ორი ქვეყნის რეგიონული ვაჭრობისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად.
პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის ინტეგრირებული სასაზღვრო მართვის რეგიონულ ინიციატივას, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯია საქართველოს გეგმების განხორციელებისკენ, რაც უკავშირდება ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას. პროექტის მთლიანი თანხა შეადგენს 10.3 მილიონ ევროს, დარჩენილი ნაწილის დაფინანსება უკვე მოხდა EBRD-ს მიერ სასომხეთისთვის ჩრდილოეთის კორიდორის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში.
ბრუნო ბალვანერა, EBRD-ს კავკასიის, მოლდოვისა და ბელორუსიის დირექტორის განცხადებით: “ეს ინვესტიცია კარგად ერგება EBRD-ის უახლეს სტრატეგიას საქართველოსთვის, რომელიც მიმართულია ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მხარდაჭერასა და რეგიონალური კავშირის გაფართოებაზე. ჩვენ სიამოვნებით მოველით წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას როგორც სამთავრობო ასევე საერთშორისო ორგანიზაციებთან და სხვა საერთშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მიზნით. პარტნიორებთან ერთად მუშაობით შეგვიძლია მოვახდინოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები“.
სუ ბარეტმა, EBRD-ის ტრანსპორტის სექტორის დირექტორმა, დაამატა: ”ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევის ნაწილი ვართ. სასაზღვრო გამშვები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება შექმნის უფრო ეფექტურ ეკონომიკურ სატრანსპორტო დერეფანს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ ვაჭრობას და მგზავრთა გადაადგილებას“.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები