ბანკი და საზოგადოება ერთობლივად იღწვიან კლიმატის ცვლილების დასაძლევად.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სხვა ორგანიზციებთან ერთად შეუერთდა გლობალურ კლიმატურ სამიტს One Planet, რომელიც პარიზში გაიმართა.
EBRD წლიური ინვესტიციების თითქმის 40% უკვე კლიმატის ცვლილებების დაძლევის პროექტებში ახორციელებს, რისი მიღწევაც მათ 2020 წლისთვის ქონდათ დაგეგმილი.
პარიზში, EBRD-ის პრეზიდენტმა EBRD-ს მიერ მწვანე ქალაქების მხარდაჭერის გეგმები გააცნო საზოგადოებას, და მერების გლობალურ შეთანხმებასთან (GcoM) შემუშავებული მწვანე ქალაქების კლიმატური დაფინანსების ხელშეწყობის პროექტი (Green Cities Climate Finance Accelerator) დააანონსა.
GCoM საერთაშორისო ალიანსია, რომელშიც 7,500-მდე ქალაქი და ადგილობრივი მმართველობა კლიმატური ცვლილებების დაძლევისა და მავნე ემისიების გამოყოფის შესამცირებლად არის გაერთიანებული.
ახალი პარტნიორობის ფარგლებში, EBRD და GCoM კლიმატურ ცვლილებებთნ დაკავშირებულ აქტივობას დამატებით 60-მდე ქალაქში გეგმავს, მათ შორის ისეთი ქალაქებში, რომლებშიც აქამდე მსგავსი ღონისძიებები არ განხორციელებულა.
EBRD ასევე გეგმავს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ინვესტირებას ფონდში “Amundi Planet – Emerging Green One”, რომლის მიზანია მსოფლიოში უმსხვილესი მწვანე ბონდის შექმნა და განვითარებადი ბაზრების ექსკლუზიური მხარდაჭერა.
“Amundi Planet – Emerging Green One” შექმნილია ამუნდის მიერ (წამყვანი ევროპული აქტივების მენეჯერი) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით, რომელიც ასევე არის მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი. ეს არის პირველი ფონდი, რომლის მიზანია კერძო სექტორის საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ მწვანე ბონდებში ინვესტირება.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები