ეს იყო პრეზიდენტის მეოთხე ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
6 მარტს, კავკასიასა და ბელორუსიაში ერთკვირიანი ვიზიტების ფარგლებში, საქართველოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ეს იყო მისი რიგით მეოთხე სტუმრობა საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა საქართველოს მთავრობის წევრებს, მათ შორის პრემიერ მინისტრ ბ-ნ მამუკა ბახტაძეს, ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს და საქართველოს პრეზიდენტს ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს.
შეხვედრებისას პრეზიდენტმა ჩაკრაბარტიმ ისაუბრა საქართველოში EBRD-ის სტრატეგიის შესახებ, რომელიც მოიცავს მნიშნველოვანი რეფორმების მაღალი დონის ინვესტიციებით გამყარებას, მათ შორის, ინვესტორთა საბჭოს საშუალებით. აღნიშნული საბჭო მოქმედებს ბანკის მხარდაჭერით და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, რომლის მიზანია გააჯანსაღოს ქვეყნის საინვესტიციო გარემო, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საშუალებით.
პრეზიდენტმა ჩაკრაბარტიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორის, კონკრეტულად კი მცირე და საშუალო საწარმოების უწყვეტ მხარდაჭერაზე, და ახსენა, რომ EBRD ცდილობს განავრცოს მისი მხარდაჭერის არეალი და პროფესიული გადამზადებების მეშვეობით გაზარდოს ადამიანური კაპიტალის მაჩვენებლები. მან ასევე სტრატეგიული ინსფრასტრუქტურული პროექტების მნიშნველობას გაუსვა ხაზი. ასეთი პროექტებია ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი და სხვა რამდენიმე განახლებადი ენერგიის პროექტი.
აზერბაიჯანიდან თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, იგი ვიზიტს სომხედის დედაქალაქ ერევანში გააგრძლებს, სადაც 7 მარტს გაემგზავრება.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყებიდან, ბანკმა 3.3 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 231 საფინანსო, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ თუ ენერგო პროექტში, რომელთაგან 90% კერძო სექტორის განვითარებაზეა მიმართული. 270 მილიონი ევროს 26 ახალ პროექტში ინვესტირებით, 2018 წელი რეკოდრული აღმოჩნდა EBRD-ისთვის საქართველოში.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი ბახტაძე და EBRD-ის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი თბილისში