Baltic Investment Group (BI Group) დამფუძნებლებს ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების იდეა თბილისში ერთ-ერთი ვიზიტის დროს დაებადათ. გამოცდილმა დეველოპერებმა მალევე შენიშნეს, რომ დედაქალაქში ენერგოეფექტური საცხოვრებელი შენობების დეფიციტი იყო და გადაწყვიტეს შეევსოთ ეს დანაკლისი.
ინვესტიციის დასაფინანსებლად მათ მწვანე დაფინანსების მოთხოვნით მიმართეს პროგრამის ერთ-ერთ პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტს. ინჟინრებისა და ფინანსირების წყალობით კომპანიამ შეძლო ევროპული ხარისხის ენერგოეფექტური მასალების და ტექნოლოგიების დამონტაჟება, რამაც საბოლოო ხარჯების 45,000 აშშ დოლარით შემცირება გამოიწვია, რაც აისახება მაცხოვრებლების სამომავლო კომუნალურ გადასახადებში.
ნამაი ვაკე ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსია თბილისში. გარდა მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებისა, კომპლექსი აღჭურვილია მზის ელექტროსადგურით, რომელიც გამოიმუშავებს და ამარაგებს საერთო მოხმარების სივრცეებს ელექტროენერგიით.
“ჩვენ ვზრუნავთ ხარისხზე. ენერგოეფექტური ტექნოლოგია, განახლებადი ენერგია – ეს ყველაფერიჩვენი მაცხოვრებლების კომფორტსა და ჯანსაღ ცხოვრებას უზრუნველყოფს”, -ვიგანტას ზენკევიჩუსი, BI Group-ის დირექტორი.
პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.