რევოლუცია სოფლის მეურნეობაში: განახლებადი ენერგია ამცირებს ხარჯებს და ნახშირბადის ემისიებს
შპს ჰერბია 2006 წელს წყალტუბოში დაარსდა. კომპანია მალევე დამკვიდრდა, როგორც უმაღლესი ხარისხის მწვანილისა დაბოსტნეულის კულტივატორი, შემფუთავი და დისტრიბუტორი. ის, რაც ჰერბიას ნამდვილად გამოარჩევს, არის მისი Global Gap სერტიფიკატი.
როგორც მწვანილისა და ბოსტნეულის წამყვანი მწარმოებელი, ჰერბია ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა: ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა და სოფლის მეურნეობის მზარდი დაუცველობა კლიმატის რისკების მიმართ. ამდაბრკოლებების დასაძლევად კომპანიამ განახლებადი ენერგიის წყაროებში გადაწყვიტა ინვესტირება.
GEFF-თან პარტნიორობით და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტის ხელშეწყობით, ჰერბიამ უზრუნველყო მზისფოტოვოლტაური სადგურის შეძენა. აღსანიშნავია, რომ GEFF-ის ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარესპროექტის დეტალური შეფასება, და გამოავლინეს პროექტის ფულადი დანაზოგი, ნახშირბადის შემცირებული ანაბეჭდისმოცულობა და უკუგების დეტალური ანალიზი.
მზის სადგურის დახმარებით, ჰერბია ყოველწლიურად 22,000 აშშ დოლარზე მეტს ზოგავს კომუნალურ გადასახადებში. დანაზოგის წყალობით, პროექტის უკუგების პერიოდ სულ რაღაც 5 წელიწადია. პირველადი ინვესტიციის დაბრუნების შემდეგ, ჰერბია ისარგებლებს საკუთარი ელექტროენერგიით მზის სადგურის სიცოცხლის ხანგრძლივობის განმავლობაში.
დავით ჯანელიძე, შპს ჰერბიას დირექტორი: „მდგრადი პრაქტიკები და მწვანე ტექნოლოგიები მნიშვნელოვანიათანამედროვე მეურნეობაში. ასეთი პროექტების მხარდაჭერა და დაფინანსება არის დიდი ნაბიჯი სოფლის მეურნეობისუფრო მწვანე და ძლიერი მომავლისკენ“.
პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.