GEen

ელექტრო მანქანები პირადი გამოყენების მიღმა

ინვესტორი
My Office
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
ელექტრო მობილები
Investment Size
82,700 აშშ დოლარი
CO2 დაზოგვა
5 ტონა წელიწადში
შედეგი
დისტრიბუციაში ელექტრო მანქანების გამოყენების პრეცედენტის შექმნა
დონორი
GCF, BMF

ელექტრო მანქანები ამცირებს ბიზნესის საოპერაციო ხარჯებს

My Office 2014 წელს, თბილისში დაფუძნებული კომპანია, რომელიც საოფისე ტექნიკი, ქაღალდის ნაწარმ და საკანცელარიო ნივთების რეალიზაციას ახორციელებს, თუმცა, მათი მთავარი მიმართულება პრინტერების გაყიდვ, კარტრიჯების დამუხტვა, და საოფისე ტექნიკის შეკეთებაა. ეს არის პირველი და ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც საკუთარი  პრინტერის კარტრიჯებს აწარმოებს. კომპანია მომხმარებლებს ასევე სთავაზობს მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

როგორც კომპანია, საკუთარი სადისტრიბუციო ქსელით, My Office-მა გადაწყვიტა ავტოპარკი განეახლებინა. საავტომობილო ინდუსტრიის უახლესი სიახლეების გათვალისწინებით, კომპანიის ხელმძღვანელობამ ელექტრო მანქანების შეძენა დაისახა მიზნად.

განახლების დასაფინანსებლად, My Office მიმართა ბანკს, რომელმაც შესთავაზა GEFF დაფინანსება. ბანკის რეკომენდაციით, კომპანიამ ისარგებლა GEFF-ის მწვანე ტექნოლოგიის სარჩევით (GTS) და დაათვალიერა სარჩევის ელექტრომობილების კატეგორია, რათა შეერჩია მანქანები, რომლებიც ყველაზე მეტად შეეფერებოდა მათ საჭიროებებს. GTS-ის გამოყენებით კომპანიამ გაიმარტივა ასესხო პროცედურა და დაფინანსება დამატებითი შეფასების გარეშე მოახერხა. შედეგად, კომპანიამ შეიძინა ექვსი ელექტრო მანქანა, რომელიც ეფექტურობასა და გარემოზე ზრუნვას აერთიანებს.

ინვესტიცია კომპანიას საშუალება მიცემს წლიური საოპერაციო ხარჯები 2800 აშშ დოლარით შეამციროს. საწვავზე დაზოგილი თანხა კი შეუძლია გამოიყენოს ბიზნესის განვითარებისთვის. ახალი ავტოპარკი ასევე საშუალებას მისცემს My Office- შეამციროს CO2-ის ემისია და გახდეს უფრო ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესი.

ახლა, როდესაც ჩვენი ავტოპარკი მთლიანად ელექტროა, ჩვენ აქტიურად ვფიქრობთ სხვა მდგრადი ტექნოლოგიების გამოყენებაზე ჩვენი ბიზნესისთვის. ეს შეიძლება იყოს მზის პანელების დაყენება ჩვენს შენობაში. ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებები არა მხოლოდ პასუხისმგებლიანია გარემოს მიმართ, არამედ ბიზნესისთვისაც გონივრულია“ – გიორგი კახუაშვილი, My Office-ის  დამფუძნებელი.

პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.