კომპანია აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია დაფუძნდა 2010 წელს. კომპანიის საკუთრებაში არის რამდენიმე სავაჭრო ცენტრი, მათ შორის სითი მოლი გლდანი, რომლის მშენებლობაც 2016 წლის სექტემბერში დასრულდა.
სავაჭრო ცენტრის პროექტირებისას კომპანიის პრიორიტეტი იყო სამომავლო ხარჯების მაქსიმალური შემცირება. ამისათვის, მენეჯმენტმა გადაწყვიტა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება და მიმართა EBRD-ის მწვანე დაფინანსების პროგრამას (GEFF).
პროექტის კონსულტანტებმა ჩაატარეს მომავალი შენობის ენერგოაუდიტი, რის შედეგადაც აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიამ შენობაში სხვადასხვა ენერგოეფექტური სისტემები, როგორიც არის ენერგოეფექტური პანელები, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემები, LED განათება, ლიფტები და სხვა, გამოიყენა.
განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, კომპანია ყოველწლიურად 240,000 აშშ დოლარს ზოგავს ენერგო გადასახადებში.
“მოგეხსენებათ, რომ მასშტაბურ პროექტებში ძალიან მნიშველოვანია ხარჯების მინიმიზაცია. EBRD-ის GEFF პროგრამამ მოგვცა საშუალება ჩვენი პროექტი მაქსიმალურად მომგებიანი გამხდარიყო” – ლევან მესხელი, აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას გენერალური დირექტორი.
პროექტი მხადრაჭერილია EU4Energy-სა და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს მიერ.