მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ფარგლებში, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკსა და პროკრედიტ ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
პროკრედიტ ბანკი საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) €25 მლნ დაფინანსებას მიიღებს, რომელიც ორ ტრანშად განხორციელდება. პირველი ტრანშის მოცულობა €15 მილიონია, რომლის მიღება შეეძლებათ, როგორც მეწარმეებს ასევე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სურთ თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირება, ხარჯების შემცირების, საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოს დაცვის მიზნით.
“პროკრედიტ ბანკი მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, გარემოს მდგრადი განვითარების ფარგლებში. EBRD-ის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ გარემოს გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში” – ალექსი მატუა, პროკრედიტ ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი
საკრედიტო რესურსი „მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა“ GEFF-ის ფარგლებში გამოიყო და მიზნად ისახავს ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას. პროგრამა მხარდაჭერილია GCF-ისა და BMF-ის მიერ და მოიცავს როგორც დაფინანსებას, ასევე მომხმარებლების საჭიროებაზე მორგებულ უფასო კონსულტაციას.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები
კატარინა ბიორლინ ჰენსენი, EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში და ალექსი მატუა, პროკრედიტ ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი