(English)
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ახალ მობილურ აპლიკაცია, Tech Selector, გაუშვა, რომელიც ბანკს მეტად დააკვაშირებს იმ მომხმარებელებლთან, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში აქტიურად იყენებენ მობილურ მოწყობილობებს.
ტექნოლოგიები და გაციფრულება სულ უფრო ცვლის ფინანსური სექტორის მუშაობას. ისეთი თანამედროვე აპლიკაციები, როგორიცაა Tech Selector, ცვლის ფინანსური სექტორის კომუნიკაციას მომხმარებლებთან და მწვანე ტექნოლოგიებისა და კლიმატის დაფინანსების შესახებ ინფორმაციას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
ამიერიდან, ბიზნესები, ისევე როგორც ფიზიკური პირები შეძლებენ მობილური ტელეფონის გამოყენებით მოიძიონ 18,000-ზე მეტი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას, ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის მოხმარებას და ამცირებს წყლის გამოყენებასა და ნიადაგის ეროზიას.
აპლიკაციის მომხმარებლებლი მარტივად იპოვიან იმ ტექნოლოგიებს, რომლებსაც EBRD სხვადასხვა პროგრამის ქვეშ აფინანსებს: მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა (GEFF), მწვანე ვაჭრობის გამარტივების პროგრამა (Green TFP), ან ფინანსებისა და ტექნოლოგიების კლიმატური ცვლილებებისათვის გადაცემის პროგრამა (FINTECC).
“კორონავირუსის პანდემიამ დააჩქარა ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლა. ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარებას შევუწყოთ ხელი” – განმარტა EBRD-ის ენერგოეფექტურობისა და კლიმატური ცვლილებების ასოცირებულმა დირექტორმა ქსენია ბროკმანმა.
“ჩვენი ახალი აპლიკაცია აუმჯობესებს ინფორმაციასთან წვდომას იმ ქვეყნებში სადაც მობილური ინტერნეტი ხშირად სხვა სერვისებზე სწრაფია. Tech Selector აპლიკაციის მეშვებობით ყველა თანამედროვე ტექნოლოგია ერთი ხელის დაჭერითაა დაშორებული ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც სურთ კომუნალური ხარჯების შემცირება, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა და სახლისა თუ სამუშაო გარემოს გაუმჯობესება.”
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები