ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) იწყებს ახალ უფასო ონლაინ სწავლების პროგრამას, რომლის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების მხარდაჭერა პანდემიის პერიოდში. აღნიშნული ბიზნესები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, სადაც ბანკი ინვესტირებას ახორციელებს.
პროგრამა სახელწოდებით “გაიგე, როგორ …. კრიზისის პერიოდში” განთავსებულია ბანკის ნოუ-ჰაუ აკადემიის პლატფორმაზე და წარმოადგენს სასწავლო რესურსს, საიდანაც ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ პრაქტიკული დახმარება, მათ შორის ექსპერტული რჩევები და ჩაერთონ სადისკუსიო ფორუმებში.
პლატფორმაზე ასევე მოცემულია ინფორმაცია იმ 30 ქვეყნის ადგილობრივ ფინანსურ, საბანკო თუ სახელმწიფო, მხარდაჭერაზე, სადაც EBRD ინვესტირებას ახორციელებს.
პროგრამის მთავარი ფოკუსი 5 ძირითადი თემაა:
პირველი მოდული, “კრიზისის მენეჯმენტი: თქვენი მომხმარებლები და მომწოდებლები”, უკვე ხელმისაწვდომია და დაეთმობა რჩევებს თუ როგორ შეინარჩუნონ ბიზნესებმა მომწოდებლები და შემოსავალი. ყველა რესურსი წარმოდგენილი იქნება არაბულ, ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ და თურქულ ენებზე.
EBRD გეგმავს პარტნიორ ბანკებთან და ბიზნეს მხარდაჭერის ჯგუფებთან თანამშრომლობას, რათა პროგრამა 30 ქვეყანაში გაუშვას და მცირე და საშუალო ბიზნესებში დასაქმებულ 10,000-ზე მეტ ადამიანს შესთავაზოს ტრენინგები, ცოდნის გაზიარება და ექსპერტული რჩევები.
ინიციატივა დაფინანსებულია: ევროკავშირის, ყაზახეთისა და EBRD მცირე ბიზნესების ფონდით (იტალია, იაპონია, კორეა, ლუქსემბურგი, შვეიცარია, შვეცია, აშშ, ტაიბეი ჩინეთი).
EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსირებისა და განვითარების დირექტორის განცხადებით: “EBRD კლავაც აგრძელებს მცირე ბიზნესების მხარდაჭერას ამ უპრეცენდენტო პერიოდში და მათ გამძლეობის განვითარებაში ეხმარება. განურჩევლად კომპანიის სიდიდისა, EBRD-ის პროგრამა ყველას პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობს.”
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები