(English)
საქართველო ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის პროცესშია, ავითარებს პოლიტიკასა და რეგულაციებს, რომელიც ერთი მხრივ, არსებული ბაზრის სისტემატიზაციას, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანას საშუალებას მისცემს სრულად გამოიყენოს თავისი ენერგეტიკული პოტენციალი.
ენერგია ნებისმიერი თანამედროვე ეკონომიკის აუცილებელი კომპონენტია. ის ცენტრალურია თითქმის ყველა ეკონომიკური საქმიანობისთვის და პროგრესისა და განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მის მიწოდებაში ნებისმიერმა შეფერხებამ, ქვეყნის ეკონომიკას შეიძლება როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური ზიანი მიაყენოს.
ელექტროენერგიის სექტორში მიწოდების უსაფრთხოების ეფექტური წესების დანერგვაში საქართველოს დასახმარებლად, ენერგეტიკულმა გაერთიანებამ დაიწყო EU4Energy ტექნიკური დახმარება საქართველოსთვის. ამ ტექნიკური დახმარების მიზანია მომარაგების კრიზისის პრევენცია, მომზადება და შერბილება, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისა და მრეწველობის ელექტრომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უფრო კონკრეტულად, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მხარს დაუჭერს საქართველოს ხელისუფლებას ე.წ. რისკისთვის მზადყოფნის გეგმის მომზადებაში ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის. გეგმა ითვალისწინებს საქართველოს ენერგოსისტემის სპეციფიკურ მახასიათებლებს.
ენერგეტიკული საზოგადოების ექსპერტები დახმარების პროცესში მჭიდროდ იმუშავებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ), ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორებთან – სს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი (ესკო).
სრული სტატია ინგლისურად წაიკითხეთ, აქ.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები