EBRD-ის GEFF-მა 2022 წლის 12, 13 და 17 ოქტომბერს ჩაატარა სამი ტრენინგი.
2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში გაიმართა პირველი სესია სახელწოდებით „ენერგოეფექტურობის სემინარი ქალ მეწარმეებისთვის“. დამსწრეებს – სხვადასხვა ბიზნესის მფლობელებს, დამფუძნებლებსა და მენეჯერებს – შეეძლოთ მიეღოთ ინფორმაცია GEFF-ისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ. სემინარზე დასწრების შემდეგ, მეწარმე ქალებმა, რომლებიც მუშაობენ სტუმართმოყვარეობის, ტექსტილის, მეღვინეობის თუ სხვა სფეროებში, შეძლეს მიეღოთ ცოდნა, თუ როგორ გამოიყენონ ენერგია უფრო ეფექტურად და ამით შეამცირონ კომუნალური ხარჯები. სემინარზე ასევე წარმოდგენილი იყო კლიმატის ცვლილების გამოწვევები და კლიმატის ცვლილების შერბილების გზები მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების გამოყენებით. სესია დასრულდა GEFF-ის მიერ დაფინანსებული რეალური ინვესტიციების ჩვენებით.
მეორე სესია 12 ოქტომბერს გაიმართა GEFF-ის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ფოკუსირებული იყო GEFF-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენაზე და ასევე 2021 წელს ჩატარებული პირველი GEFF გენდერული ღონისძიების ძირითადი განხილვის პუნქტების ჩვენებაზე. GEFF ექსპერტემა ჩამოაყალიბეს მცირე და საშუალო ბიზნესის მწვანე დაფინანსების მოპოვების ძირითადი ბარიერები და წარმოადგინა შესაძლო გადაწყვეტილებები და ზომები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს საქართველოში მწვანე დაფინანსების განვითარების დასაჩქარებლად.
ტრენინგისადმი საზოგადოების მხრიდან დაინტერესებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელების გაძლიერების აუცილებლობა.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2022 წლის 21 ნოემბერს იგეგმება ტრენინგის დამატებითი სესია სახელწოდებით “ენერგოეფექტურობის სემინარი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის”. მომავალი სესია ღია იქნება ყველა მეწარმეისთვის, განურჩევლად მათი სქესისა. თუ გსურთ დასწრება, გთხოვთ, გამოიყენოთ ჩვენი მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.
შეგახსენებთ, რომ დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. დეტალური ინფორმაცია ადგილისმდებარეობისა და განრიგის შესახე გახდება ხელმისაწვდომი რეგისტრაციისთანავე.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები