ექვსწლიანი მუშაობის და EBRD-ის ჩართულობის შედეგად, საქართველომ მიიღო ახალი კანონმდებლობა ენერგოეფექტურობის შესახებ, რაც ქვეყანას მწვანე ეკონომიკად გარდაქმნაში დაეხმარება.
ახალი კანონმდებლობა 2025 წლისთვის საქართველოს ენერგომოხმარების 14%-ს დაუზოგავს, ეს კი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ამასთან, ახალი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და EU-სთან დაახლოებას.
ამასთანავე, ორი ახალი კანონი, რომლებიც პარლამენტმა მაისში მიიღო და რომლებიც ენერგოეფექტურობას და შენობების ენერგოეფექტიანობას ეხება აამაღლებს იმ სტანდარტებს, რომლითაც საქართველოში მშენებლობები ხორციელდება.
კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ და კანონი შენობათა ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს მიერ DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
საქართველოში ენერგოეფექტურობის მიმართულებით განვითარების პოტენციალი საკმაოდ დიდია. ქვეყანაში სათბური აირების გამოყოფის მთავარ მიზეზს საწვავის არაგანახლებადი სახეობები წარმოადგენენ, რომლებიც ჯამური ენერგომოხმარების 75% შეადგენენ.
“ამ კანონების მიღება არის ისტორიული მიღწევა საქართველოსთვის, რომელსაც აქამდე არ ჰქონია ენერგოეფექტურობის შესახებ რეგულაციები,”- განაცხადა EBRD-ის წამყვანმა იურიდიულმა მრჩეველმა ვესელინა ჰარალამპიევამ, რომელიც ენერგოეფექტურობის კანონმდებლობაზე მუშაობდა.
ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის მიზნით, EBRD-ი საქართველოში ამ სექტორში მისი პირველი პროექტის განხორციელებისთვის ემზადება. პროექტის ფარგლებში 40 მილიონი ევროს დაფინანსებით, საქართველოში 250 საჯარო შენობის ენერგოეფექტურობის ზრდა მოხდება. ამ პროექტის იმპლემენტაციისთვის სწორედ ახალი კანონმდებლობის მიღება იყო საჭირო.
ენერგოეფექტურობის მხარდაჭერის მიზნით, ბანკს ასევე აქვს საკრედიტო ხაზის პროგრამები – ენერგოკრედიტი და მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა (GEFF), რომლებიც მცირე, საშუალო და კორპორატიულ ბიზნესებს და ფიზიკურ პირებს მწვანე ტექნოლოგიებისა და მწვანე პროექტების დაფინანსებაში უწყობენ ხელს.
პროგრამების მეშვეობით მიღწეული შედეგი ღირსშესანიშნავია: 42 მილიონი ევროს ინვესტირებით, ბანკმა, 40 კომპანიასა და 29,000 მაცხოვრებელთან ერთად CO2 გამოყოფა 16,663-ით შეამცირა.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები