საქართველოს ენერგოგამომუშავების პორტფელის დივერსიფიკაციისა და ენერგო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა (GEDF) კომპანია „მასდართან“ საქართველოს უმსხვილესი მზის ელექტროსადგურის განვითარების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100 მგვტსთ-მდე იქნება. აღნიშნული ხელშეკრულება GEDF-სა და „მასდარს“ შორის წელს გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების ნაწილია, რომელიც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებას ითვალისწინებს.
GEDF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა „განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება საქართველოს სტრატეგული მიმართულებაა. წინამდებარე შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან მზის ელექტროსადგურის პროექტის შემუშავებას, არის სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების მიღწევის წინაპირობა“.
საქართველო აქტიურად აგრძელებს ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებას, რის გამოც 2021 წელს ამოქმედდა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდამჭერი ახალი პროგრამა. რეფორმა მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, საზოგადოებრივ, სამრეწველო და საცხოვრებელი შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, და ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების მხარდაჭერას.
ოთხწლიანი პროგრამის მიზანია საქართველოში კერძო ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური სექტორების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, განახლებადი ენერგიის განვითარება და სათბურის აირების ემისიების შემცირება.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები