დღეიდან, საფინანსო და არასაფინანსო კორპორაციების საბჭოს წევრებსა და მმართველებს უკრაინიდან, საქართველოდან და სომხეთიდან შეუძლიათ ჩაერთონ გლობალურ ქლელში, რომლის წყალობითაც შესაძლებელია კლიმატის მართვის ეფექტური გზების შესწავლა.
აღნიშნული ქსელის მეშვეობით უკრაინასა და კავკასიის რეგიონში არსებული ბიზნეს ლიდერები შეძლებენ მიიღონ და გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება კლიმატთან დაკავშირებული რისკების, მისი მართვისა და ჩარჩოების შესახებ. ეს ინფორმაცია კი, მათ ისეთი კორპორატიული და საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება, რომელიც მიმართულია წმინდა ნულოვანი ეკონომიკის ჩამოყალიბებისკენ.
უკრაინული, ქართული და სომხური კომპანიებისთვის, რომლებსაც უკვე შემუშავებული აქვთ მდგრადი ბიზნეს მიდგომები, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შედარებით მარტივია. ახალი ქსელის მიზანი კი კლიმატის მართვის შესახებ პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ამ ქვეყნების ბიზნესების საერთაშორისო ბაზრებსა და კაპიტალთან დაკავშირებაა.
კარინა ლიტვაკი, კლიმატის მმართველობის ინიციატივის თავმჯდომარე: „აღნიშნული ინიციატივა არის მნიშვნელოვანი რესურსი. ის ეხმარება კომპანიის მმართველებს შეიძინონ ცოდნა, რომლის მეშვეობითაც კლიმატის ცვლილების კომპონენტი კომპანიის სტრატეგიის, კულტურისა და ყოველდღიური გადაწყვეტილებების საკვანძო ელემენტი ხდება. ქსელში ჩართვით, კომპანიის მმართველები და დამფუძნებლები არამარტო აღმოაჩენენ თანამოაზრეებს, არამედ მიიღებენ ექსპერტულ რჩევებს სტრატეგიაზე, რისკის მართვაზე, აუდიტზე, ანაზღაურებასა და ანგარიშგებაზე.
წაიკითხეთ სრული სტატია, აქ.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები