სამშენებლო პროექტები GEFF-ის პორტფელის დიდ ნაწილს შეადგენს. 2019 წლიდან პროგრამამ დააფინანსა რამდენიმე საცხოვრებელი და საოფისე კორპუსი. GEFF-ის მიერ დაფინანსებულ სამშენებლო პროექტებში გამოყენებული მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების წყალობით პროგრამით დაფინანსებული შენობა მინიმუმ 20%-ით უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ტრადიციული შენობები. GEFF-ის დაფინანსებით შეძენილი ფანჯრები და კარები, იზოლაცია, ენერგოეფექტური გათბობისა და გაგრილების სისტემები, განათება, ლიფტები და ა.შ. უზრუნველყოფს საცხოვრებელი კომპლექსებისა და საოფისე შენობების ენერგოეფექტურობას, რაც ნიშნავს კომუნალური გადასახადების შემცირებას მთელი წლის განმავლობაში.
GEFF საქართველოში პროგრამის წყალობით, დეველოპერულ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობას გამოავლინონ ენერგოეფექტური და მდგრადი შენობების აგების მზაობა და ამით მოზიდონ ეკოლოგიურად შეგნებული მოიჯარეები, ინვესტორები და პარტნიორები.
2023 წლის მაისიდან, GEFF საქართველოში გასცემს შენობის შეფასების დოკუმენტს ყველა სამშენებლო პროექტზე, რომელიც აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. მეთოდოლოგია შეიმუშავეს GEFF-ის ინჟინრებმა, რომლებმაც გააანალიზეს მიმდინარე და მოსალოდნელი მოთხოვნები საქართველოში სამშენებლო პროექტებისთვის. შეფასება ითვალისწინებს კედლების, იატაკის, სახურავების, ფანჯრებისა და კარების U-მაჩვენებლებს (სითბოს გადაცემის სიჩქარე კონსტრუქციაში) და ადაპტირებულია საქართველოს სამ კლიმატურ ზონაზე.
უპირატესობები დეველოპერებისთვის. შეფასების მიღება, რომელიც ნიშნავს ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვას, წარმოაჩენს კომპანიის ერთგულებას მდგრადობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისადმი, რითაც აუმჯობესებს მის საჯარო იმიჯს და რეპუტაციას. ეპოქაში, სადაც მომხმარებლები, პრიორიტეტს ანიჭებენ ეკოლოგიურ ბიზნესებს, ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი კონკურენტული უპირატესობა, გარემოსდაცვითი შეგნებული კლიენტებისა და პარტნიორების მოზიდვაში.
კომპანიის რეპუტაციის კიდევ ერთი სტიმულია საერთაშორისო ინსტიტუტის სერტიფიცირებული შეფასება, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის თავისი ბიზნესის უმრავლესობის „გამწვანებას“. EBRD მიზანია მისი პორტფელის გამწვანება და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებისა და მწვანე პროექტების დაფინანსება. GEFF-ის შეფასება არის ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც EBRD უზრუნველყოფს, რომ დაფინანსებული შენობები აკმაყოფილებდეს მის მკაცრ გარემოსდაცვით სტანდარტებს.
ბევრი სხვა შეფასებისაგან განსხვავებით, GEFF-ის შეფასება სრულიად უფასოა. ექსპერტი ინჟინრები აფასებენ მთელ შენობას, ათვალიერებენ სხვადასხვა პარამეტრებს და გამოთვლიან მის ენერგომოხმარებასა ენერგოეფექტურობის კლასს.
უპირატესობები შენობის მომხმარებლებისთვის. ენერგოეფექტურ შენობებში ცხოვრებასა და მუშაობას ბევრი უპირატესობა აქვს. ენერგოეფექტური გათბობის და/ან გაგრილების სისტემა მოიხმარს ნაკლებ ენერგიას, სამმაგი მინის ფანჯრები უზრუნველყოფენ სითბოს შენარჩუნებას ზამთარში, ხოლო მის სიგრილეს საფხულში. ყოველივე ეს ნიშნავს დაბალ კომუნალურ გადასახადებს, შემცირებულ ცხობრებისა და მუშაობის ღირებულებას, რაც თავის მხრივ, გრძელვადიან ფინანსურ დანაზოგს ნიშნავს.
გარდა ამისა, ეფექტური ვენტილაციის სისტემების, ბუნებრივი განათების და დაბალი ტოქსიკურობის მასალების გამოყენებით, ენერგოეფექტური შენობები ხშირად აუმჯობესებენ შიდა ჰაერის ხარისხს და ზრდიან მაცხოვრებლების კომფორტს. ეს ქმნის უფრო ჯანსაღ და კომფორტულ საცხოვრებელ ან სამუშაო გარემოს, ზრდის პროდუქტიულობას და საერთო კეთილდღეობას.
და ბოლოს, ენერგოეფექტური სახლის გადაყიდვის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე მისი ტრადიციული, არაეფექტური ეკვივალენტები.
ახალი ინიციატივის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები