ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უახლესი რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივის (REP) მიხედვით, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში დაფიქსირებული ზრდის ყველაზე მაღალ ტემპს განიცდის.
ნავთობისა და გაზის გაზრდილი ფასების. გაზრდილი საექსპორტო შემოსავლებისა და სხვა არაენერგეტიკული სექტორის ძლიერი მაჩვენებლების წყალობით, აზერბაიჯანს ნავთობისა და გაზის შემოსავლების მაღალი მაჩვენებელი აქვს. საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკა კი იზრდება რუსული ბიზნესისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) პროფესიონალების შემოდინების ხარჯზე.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს რეგიონში დაფიქსირებული ძლიერი ზრდა, 2023 წელს შემცირდება, რამაც შესაძლოა არც თუ სასიკეთოდ იმოქმედოს რეგიონის საშუალოვადიან მდგრადობაზე. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ამჟამინდელი ზრდა კავკასიაში ძირითადად განპირობებულია დროებითი ფაქტორებით, რომლებიც ადვილად შეიძლება შეიცვალოს.
ენერგეტიკისა და სურსათის ფასების ზრდის ახალი ტალღის გამო, 2022 წლის პირველ ნახევარში რეგიონშიინფლაციის მაჩვენებელმა იმატა. საპასუხოდ, სამივე ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთები გაზარდეს.
დღესდღეობით, ინფლაცია საშუალოდ 10 პროცენდამდეა შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, ის EBRD-ის ოპერირების რეგიონებში დაფიქსირებულ საშუალო 16.5 პროცენტზე მნიშვნელოვნად დაბალია.
საქართველოში, 10,3 პროცენტიანი მკვეთრი ზრდა განპირობებულია ტურიზმის ზრდით, რომლის დონეც თითქმის პანდემიამდე პერიოდს გაუტოლდა. ქვეყანაში ასევე იმატა ფულადმა გზავნილებმა (რაცრუსულიბიზნესისა და ტექნოლოგიების სექტორის პროფესიონალების დროებით შემოდინებით არის განპირობებული).
ამ ტენდენციებმა ხელი შეუწყო საქართველოს სავაჭრო დეფიციტის დაფარვას და ლარის გამყარებას, რამაც გამოიწვია უცხოური რეზერვების ზრდა. მოსალოდნელია, რომ 2022 წელს ზრდა გაგრძელდება, თუმცა უფრო ნელი, 8 პროცენტიანი ტემპით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადრე პროგნოზირებულ 3 პროცენტიან ზრდას.
ზემოხსენებული ანგარიშის მიხედვით, მომავალ წელს ზრდა საშუალოდ 5 პროცენტამდე დაეცემა.
მთლიანობაში, 2022 წელს EBRD პროგნოზირებს 2.3 პროცენტიან ზრდას რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის 1.2 პროცენტული პუნქტის ზრდა მაისის პროგნოზთან შედარებით, ბანკი 2023 წელს ზრდის შენელებას ელოდება.
უკრაინასთან ომის გამწვავების შემთხვევაში. პროგნოზები კიდევ უფრო შემცირდება.
სრული სტატია წაიკითხეთ აქ.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები