საქართველო, რომელიც მსოფლიოში მე-40 ადგილს იკავებს კლიმატის ცვლილებისადმი დაუცველობის თვალსაზრისით, ებრძვის გარემოსდაცვით გამოწვევებს, რაც ხშირად მსოფლიო სიახლეების მიღმა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაღალი რისკის კატეგორიაში არ არის, ის აწყდება მცირე ინციდენტების სულ უფრო მზარდ რაოდენობას, და ეს ყურადღებას მოითხოვს. საბედნიეროდ, Nature Communications-ის ანგარიშში მოხსენიებული მყინვარების დნობის ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორის საქართველო არ არის. ამას ისიც ემატება, რომ ქვეყანა კარგად არის მომზადებული კლიმატის ცვლილების დაფინანსების სფეროში დახმარების მისაღებად.
აღსანიშნავია განვითარებადი ქვეყნების მხარდამჭერი მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) ანგარიში. როგორც ანგარიში გვამცნობს, საქართველომ 2016-2019 წლებში $720 მილიონი მიიღო განვითარების დასაფინანსებლად, სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციიდან (EBRD, გერმანია, საფრანგეთი, მსოფლიო ბანკი და EIB). აქედან, $35 მილიონის ინვესტიცია მწვანე კლიმატის ფონდმა განახორციელა.
მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი ახმოვანებენ რამდენიმე გამოწვევას. საქართველოს ემუქრება გლობალურ საშუალოზე მაღალი პროგნოზები ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, გვალვებით, მეწყერებითა და მდინარის დინების შემცირებით, რაც საფრთხეს უქმნის სასიცოცხლო სექტორებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით კი მატება იქნება, წყალდიდობებსა და მეწყერებში, კავკასიონზე მუდმივი ყინულის დნობის გამო.
ამ გამოწვევების მოგვარება მოითხოვს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვებას მოსალოდნელ საფრთხეებზე, არამედ ეფექტური შემარბილებელი ღონისძიებების ოპერატიულ განხორციელებასაც. მაგალითად, ზონირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული მყინვარების მახლობლად მშენებლობა. გეოლოგები მხარს უჭერენ ხეობების წითელი ხაზებით გამოყოფას დასაშვები დასახლების ტერიტორიების მითითებით და მოწინავე მონიტორინგის აღჭურვილობის გამოყენებას.
ქვეყანაში სრულდება რადმენიმე პროექტიც. ერთ-ერთი მათგანია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი, რომელიც განხორციელდა შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით და მიზნად საქართველოში კლიმატის მდგრადობის ზრდას ისახავს. ეს ინიციატივა ძირითადად მოიცავს კატასტროფების რისკის ზონებს და ქვეყნის მასშტაბით მრავალმხრივი საფრთხის ადრეული გაფრთხილების სისტემის ჩამოყალიბებისა და წყალდიდობისგან დაცვის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზეა მიმართული. პროგრამა ამარაგებს სადამკვირვებლო ქსელს მაღალტექნოლოგიური მონიტორინგის აღჭურვილობით, ამუშავებს საფრთხისა და რისკების რუკებს და აძლიერებს აგრომეტის საკონსულტაციო მომსახურებას.
მიუხედავად ამისა, ქვეყნის ტერიტორიის 70% მგრძნობიარეა სხვადასხვა რისკების მიმართ. ამ კონტექსტში, ყველაზე დაუცველ ტერიტორიებს მიეკუთვნება აჭარა, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, რაც ხაზს უსვამს მუდმივი ძალისხმევის აუცილებლობას რეგიონში კლიმატის მოწყვლადობის აღმოსაფხვრელად.
წაიკითხეთ სრული სტატია აქ. (ინგლისურად)
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები