დღესდღეობით, როდესაც კლიმატის ცლილებების შედეგები ხილული ხდება და საჯარო და კერძო სექტორი ეკო-მეგობრული მიდგომებს ნერგავს, ტერმინი „მწვანე შენობები“ სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის. მდგრადი ცხოვრების კონცეფცია ნელ-ნელა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.
მაშინ როდესაც, საქართველოში მინიმალური ან მოძველებული მოთხოვნებია შენონების მიმართ (K3 კოეფიციენტი, СНиП სტანდარტები), მსოფლიოში „მწვანე შენობის“ კარგად ჩამოყალიბებული სტანდარტები არსებობს. ამ სტანდარტების ჩამოყალიბებას დიდწილად ხელს უწყობს სხვადასხვა სახის სერტიფიკატები, რომლებიც შენობის ეფექტურობასა და გარემოსა და ჯანმრთელობაზე გავლენას აფასებენ. მსოფლიოში ბევრია ასეთი სერტიფიკატი, თუმცა მომდევნო სამი მათგანი ყველაზე პოპულარულია.
LEED ანუ Leadership in Energy and Environmental Design, შექმნილია U.S. Green Building Council-ის მიერ. ამ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მიღება შეუძლია სხვადასხვა სახის პროექტს, იქნება ეს ახალი თუ არსებული შენობა, მთლიანი ქალაქი, თემი თუ უბანი. სერტიფიკატი ითვალისწინებს შემდეგ პარამეტრებს:
LEED მოიცავს სერტიფიკატის 4 სახეობას: სერტიფიცირებული, ვერცხლი, ოქრო და პლატინუმი. LEED-ის მთავარი მიზნებია ისეთი შენობების აშენება, რომლებიც:
LEED ჰოლისტური სისტემაა, რომელიც შენობის არამხოლოდ ცალკეულ კომპონენტებს აფასებს, მაგალითად ენერგიას, წყალს ან ჯანმრთელობას, არამედ მთლიან სურათს ითვალისწინებს, ყველა იმ კრიტიკული ელემენტის ჩათვლით, რომელთა მთლიანობაც ქმნის საუკეთესო შენობებს.
მეორე საერთაშორისოდ აღიარებული და პოპულარული სერტიფიკატია BREEAM (Building Research Establishment Environmental Assessment Method). ის შექმნილია გაერთიანებული სამეფოს Building Research Establishment-ის (BRE) მიერ. ეს სერტიფიკატი აფასებს ქონების გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ მდგრადობას. მისი მიღება ნებისმიერ პროექტს შეუძლია, როგორც ახალს, ასევე განახლებულს.
BREEAM-ის ხელმძღვანელობს როგორც ტექნიკური სტანდარტებით, ასევე სერტიფიცირების სქემებით, რომლებიც შენობისა და მისი გარემოს მდგრადობას აფასებენ. სტანდარტებთან შესაბამისობა ნიშნავს საკმაოდ დეტალური კრიტერიუმების შესრულებას, რომლებიც ქვეყნის მიხედვით განსხვავდება. ათი ძირითადი კატეგორია, რომელსაც ეს სერტიფიკატი აქცევს ყურადღებას არის:
EDGE ანუ Excellence in Design for Greater Efficiencies ყველაზე ფართოდ გამოყენებული მწვანე სერტიფიკატია მსოფლიოში. IFC-ის მიერ შექმნილი სერტიფიკატის მიზანია შენობების ზეგავლენის სამ სფეროში შემცირება. ესენია: ენერგიის მოხმარება, წყლის მოხმარება და მასალების ენერგოკვალი. EDGE-ს აქვს შენობების სერტიფიცირების სამი დონე: (1) EDGE Certified, რომელიც აღნიშნავს ენერგიის მოხმარების, წყლის მოხმარების და მასალებში ჩადებული ენერგიის 20%-ით შემცირებას; (2) EDGE Advanced – იგივე EDGE Certified, ენერგიის მოხმარების მინიმუმ 40%-ით შემცირებით და (3) Zero Carbon, რომელიც იგივეა, რაც EDGE advanced, თუმცა ამას ემატება მისი ნახშირბადის გამოყენების განეიტრალება, რომელიც 100% განახლებადი ენერგიის გამოყენების მეშვეობით მიიღწევა.
EDGE-ს უფრო მარტივი მოთხოვნები აქვს, ვიდრე მაგალითად LEED სერტიფიკატს, თუმცა მისი მიღება უკვე ნიშნავს გარემოსადმი შემცირებულ ზეგავლენას. ეს არის ყველაზე მიმზიდველი ვარიანტი განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც უფრო კომპლექსური სერტიფიკატების მოპოვება საკმაოდ რთულია.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები