სწრაფად მზარდ ბიზნეს სამყაროში, კონკურენტებზე წინ დგომა ინოვაციების მიღებასა და მდგრადობის ხელშეწყობას ნიშნავს. იქ კი სადაც კორპორატიული სატრანსპორტო საშუალებები ელექტრონულია, წარმატებისაკენ სვლა მეტად სუფთა, ჭკვიანური და ეფექტურია. ელექტრომობილების ფასი, წლიდან წლამდე იკლებს, რასაც წამყვანი მწარმოებლების ელექტრომანქანებით დაინტერესება განაპირობებს. GEFF საქართველოში პროგრამის დაფინანსება დაგეხმარებათ განაახლოთ თქვენი ბიზნესის ავტოპარკი, და ამავე დროს შეამციროთ თქვენი ხარჯები და ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე.
ელექტრომობილებს ბიზნესისთვის მრავალი სარგებელი აქვს:
ხარჯების დაზოგვა
მდგრადობა:
ქალაქში მართვის უპირატესობები:
რეპუტაციის ამაღლება:
რატომ უნდა შეიძინოთ ელექტრომობილები?
საქართველოში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომია, როგორც ახალი, ასევე მეორადი ელექტრომობილები, რაც მათ სხვადასხვა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის. ექსპლუატაციისა და ტექნიკური თვალსაზრისით დადებითი თვისებების გარდა, ამ მანქანების პოპულარობას შეიძლება მივაწეროთ დაბალ საოპერაციო და ტექნიკურ ხარჯებს, ეკოლოგიურ სისუფთავეს, საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას, საქართველოს მასშტაბით უფასო პარკირებას, დამტენი სარდგურების განვითარებად ქსელს და სხვა. გარდა ამისა, ელექტრომობილის ტაქსის მძღოლებისთვის ტაქსის ლიცენზია გაიცემა უფასოდ.
GEFF საქართველოში დაფინანსება ვრცელდება მრავალი ტიპის ელექტრომანქანებზე, როგორიცაა, სამგზავრო ავტომობილები და მათი დამტენები, მსუბუქი კომერციული მანქანები (პიკაპები, მინივენებ და ა.შ.), მძიმე კომერციული მანქანები (დამტვირთველები და ა.შ.), საზოგადო ტრანსპორტი (მიკროავტობუსები, ავტობუსები).
ამასთან, დაფინანსების გამოყენება შესაძლებელია პირადი გამოყენების ავტომანქანების შესაძენად.
ნახეთ, თუ როგორ დაეხმარა GEFF საქართველოში დაფინანსება ადგილობრივ კომპანიას, რომელმაც სადისტრიბუციო მანქანების განახლება გადაწყვიტა.
GEFF საქართველოში მიერ ელექტრომანქანების დაფინანსების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ბროშურები.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები